უახლესი ამბები
- 18.02.2019 17:56იუსტიციის საბჭოს სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს (ვიდეო)
- 18.02.2019 17:50ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
- 18.02.2019 17:50ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს - მიხეილ ბატიაშვილი
- 18.02.2019 17:40ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს
- 18.02.2019 17:40გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა
- 18.02.2019 16:46ძლიერი ქარის შედეგად ისანში მოგლეჯილმა ხემ 4 მანქანა დააზიანა (ვიდეო)
- 18.02.2019 16:39საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
- 18.02.2019 16:30პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დრეზდენის გალერეაში განთავსების ცერემონიას დაესწრო
- 18.02.2019 16:30“იძულებით გადაადგილებული პირები დღესაც იძულებით გადაადგილებაში არ უნდა იყვნენ“ - დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს
- 18.02.2019 16:14კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
არქივი
პოლიტიკა


რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციის დემარში წინასწარ გააზრებული პოლიტიკური სცენარი იყო - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე გამოცხადებული ბოიკოტი წინასწარ დაგეგმილი იყო.
დეპუტატის თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია ცდილობს, კონსტიტუციის დამტკიცების პროცესი ჩაშალოს.
„ის, რაც გუშინ დემარშის სახით მოხდა, ყველაფერი გამიზნულად გაკეთდა. რა თქმა უნდა, ეს წინასწარ გააზრებული პოლიტიკური სცენარი იყო. დებატების დროს, საპარლამენტო უმცირესობა დარბაზში დარჩა და კითხვა-პასუხის დისკუსიაში ბოლომდე მონაწილეობდა, შემდეგ განხილვიდან მათი გასვლაც პოლიტიკური სცენარის ნაწილი იყო.
რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ ამ პროცესს ჩრდილი მიაყენონ და აჩვენონ, რომ თითქოს, საკონსტიტუციო პროექტის განხილვა ერთი პოლიტიკური პარტიის ქვეშ მიმდინარეობს. ეს სწორი და მართებული არ არის, რადგან საკონსტიტუციო კომისია ასეთი ფართო ჩართულობით არ მახსოვს. მესმის ის, რაც ოპონენტებს გამიზნული აქვთ ამ პროცესისთვის ჩრდილის და ზიანის მიყენების თვალსაზრისით. უფლება არ გვაქვს, კარგი კონსტიტუციის მიღებაზე უარი ვთქვათ“, - განაცხადა ბესელიამ.
ბესელია არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტსაც გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო პროექტში მესამე სექტორის წინადადებების 80%-ია გათვალისწინებული.
„სამოქალაქო სექტორში მტრის ხატის ძებნა არ მიყვარს და ამიტომ, ამაზე შეფასებებს არ გავაკეთებ. ეს ყველაფერი სამწუხაროა, რადგან ყველა მათგანი კომისიისა და განხილვის ფარგლებში ჩართული იყო. მათი მოთხოვნისა და მოსაზრებების ძალიან დიდი ნაწილი გათვალისწინებული იყო. ის, რომ კონსენსუსის გამო ვადებთან მიმართებაში გარკვეული ცვლილება მოხდა, ბუნებრივია, რადგან კონსენსუსი გუნდის შიგნითაც გვჭირდება და გარეთაც. სხვაგვარად შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. როცა გარედან კონკრეტული მოთხოვნების დაყენება ხდება, ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვ. შეუძლებელია, ასეთი იდეალური მოცემულობის შექნა. მათი პოზიციის თითქმის 80% გაზიარებულია. ის, რომ ამ პროცესში ყველამ ყველას თავისი წინადადების რეალობა სთხოვოს, ეს შეუძლებელი ამოცანაა“, - თქვა ბესელიამ.
შეგახსენებთ, გუშინ გამართული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სრული შემადგენლობით დატოვა. მისი თქმით, მმართველი გუნდი კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს.
დღეს კი საკონსტიტუციო პროექტის განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა არასამთავრობო სექტორმა. 14 არასამთავრობო ორგანიზაციის უკმაყოფილება გამოიწვია საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, საარჩევნო სისტემა შერეულიდან პროპორციულზე არა 2020 წელს, არამედ 2024 წელს გადავა.
მესამე სექტორი საპარლამენტო უმრავლესობას არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებს და საკონსტიტუციო განხილვებს „თვალთმაქცობას“ უწოდებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს
18 თებერვალი, 2019 , 17:40

საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
18 თებერვალი, 2019 , 16:39

საქართველოს ელჩი საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
18 თებერვალი, 2019 , 16:00

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის - სამინისტრო
18 თებერვალი, 2019 , 15:25

უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ
18 თებერვალი, 2019 , 15:25

ლევან დავითაშვილი რომში IFAD-ის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა
18 თებერვალი, 2019 , 14:00