უახლესი ამბები
- 08.03.2021 19:11კახა კალაძე ფარულ ჩანაწერზე: მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ
- 08.03.2021 18:08მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
- 08.03.2021 17:36ყველამ ყველაფერი კარგად იცის, დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა - გია ვოლსკი
- 08.03.2021 16:55მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
- 08.03.2021 16:25„ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად“-ს შინაარსი არ აქვს - ზურაბ ჯაფარიძე
- 08.03.2021 16:25ჩიხში იყვნენ შესულები და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია - მამუკა მდინარაძე
- 08.03.2021 15:35„ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება – საბა ბუაძე
- 08.03.2021 15:05„ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება - გიგი უგულავა
- 08.03.2021 15:05მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია - ხატია დეკანოიძე
- 08.03.2021 15:05საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო - მიხეილ ყაველაშვილი
არქივი
საზოგადოება


რიგმა კლინიკამ დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ თანხა დაეხარჯა მენეჯმენტის კეთიდლღეობაზე და მინიმალური თანხა მიემართათ პაციენტებისთვის-დავით სერგეენკო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
როგორც მინისტრმა შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, კლინიკების ხელმძღვანელებთან მოხდება იმ საკითხების განხილვა, რომელიც რეფორმების მეორე ტალღის ნაწილია.
თუმცა იქამდე მინისტრმა, რამდენიმე საყურადღებო საკითხს გაუსვა ხაზი. კერძოდ, მან არაკეთილსინდისერად მომუშავე კლინიკების მაგალითები მოიყვანა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ასეთ კლინიკებთან თანამშრომლობას ვერ გააგრძელებს.
„საყოველთაო ჯანდაცვა უდავოდ და დადასტურებულად მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელმაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მისცა შვება და დაიცვა ისინი. ალბათ, გაიხსენებთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს არც ერთხელ არ გამოუყენებია რეპრესიული მეთოდების სამაგალითო დასჯები და არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენმა ამ პოზიციამ, რიგ კლინიკებს შეუქმნა მცდარი მოლოდინები, რომ მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ თანხა დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთიდლღეობაზე და დივიდენდებზე და მინიმალური თანხა მიემართათ პაციენტებისათვის. ამას ახლავე გიდასტურებთ, რომ ამის ატანას არც ვაპირებდით და არც ვაპირებთ მომავალში.
მაგალითად, როდესაც ერთ-ერთ დიდ კლინიკურ გაერთიანებას, რომელშიც ერთ შენობაში, ერთ ეზოში მოქცეული არის რამდენიმე წამყვანი კლინიკა, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო უმორჩილესად გთხოვს, რომ ეზო მოაწესრიგონ და სამედიცნიო ნარჩენები არ ეყაროს ეზოში და მათგან ვისმენთ, რომ ეს ტერიტორია განაწილებული არ არის კლინიკებზე და როგორ მოვახერხოთო? მაგრამ, სამაგიეროდ შესასვლელში შლაგბაუმია, რომელიც ალბათ ყველაზე უფრო გამართული აპარატი არის იმ კლინიკაში, მოწესრიგებულად მუშაობს და მჯერა, რომ ამ შლაგბაუმის შემოსავლელს დიდი წარმატებით ინაწილებენ მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია ვითომდა არ აქვთ განაწილებული. ეს თითქოს მარტივია, მაგრამ ეს აჩვენებს დამოკიდებულებას კლინიკებისა სახელმწიფოსადმი.
იკვეთება, კლინიკები რომლებსაც ჩვენს მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება, ე.წ არაპირდაპირი ხარჯებისკენ, რაც არის მენეჯმენტის და მმართველების მოგება და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისაკენ და ექიმების, ექთნების და იმ პერსონალის ანაზღაურებისაკენ, ვინც უშუალოდ უვლის პაციენტს. ჩვენ ვერ ვიქნებით ვერანაირად მომართული, რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა.
არსებობს კლინიკები, რომლებმაც არ არსებული ნონსენსი მოიფიქრეს და დააფუძნეს ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორიც არის მაგალითად, მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება. ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ. ასეთი ფრაგმენტული სერვისების მომწოდებლებთან ჩვენ ვერ ვიქნებით მომართულები, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა.
ასევე, ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რომ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მოწესრიგებულად იხდის თანხებს და თავისთავად ცხადია, რომ არა ყველა მოთხოვნილ თანხას, ანალიზი კეთდება და რასაც ვთვლით, რომ ეს არის არაჯეროვნად მოთხოვნილი თანხა, იმ ნაწილს ვაჩერებთ. იკვეთება სიტუაციები, როდესაც თითქმის 90% გადახდილი არის მოთხოვნილი თანხის, 10% დარჩენილი არის, როგორც სადაო და კლინიკის მენეჯმენტი მას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს, ექთნებს, ვინც უვლის პაციენტს უთხრას, რომ სახელმწიფო არ გვიხდის ფულს, გვიგვიანებს და ამიტომ ვერ გაძლევთ ხელფასებსო. ამ დროს 90% გადახდილი გვაქვს და 10% ძალიან მალე მოგვარდებოდა, რომ ამ კლინიკებისგან ჩვენ საქმიანი ურთეირთთანამშრომლობა გვქონოდა. ჩვენ ვერ ვიქნებით მომართული იქითკენ,რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ იგივე ტიპის ურთეირთობები“,-აღნიშნა მინისტრმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
8 მარტი, 2021 , 18:08
„მომისმინე“ - თბილისსა და 10 სხვა ქალაქში 1000 მშობლის მარში იმართება
8 მარტი, 2021 , 17:45

`გამოდი ღირსებისთვის` - ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
8 მარტი, 2021 , 17:06
მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
8 მარტი, 2021 , 16:55

ვამბობ ადამიანური მორალისა და ღირსების გაგებით, ჩემთვის ბერა უფრო მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე - გია ხუხაშვილი
8 მარტი, 2021 , 14:15

საქართველოში სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა - საია
8 მარტი, 2021 , 13:00