უკან

საზოგადოება

16 ოქტომბერი, 2017 17:00
font-size

რიყის პარკში გამოფენა „აფხაზეთი 2017“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნეს-გამოფენა „აფხაზეთი 2017“ გაიმართა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნეს. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ივანე დოლიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, დევნილი საზოგადოება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ დაარსებული კომპანიების პროდუქცია.

გამოფენა ბიზნეს-სექტორების ფართო სპექტრს მოიცავდა. წარმოდგენილი იყო მეღვინეობა, თაფლის წარმოება, ტურიზმი, კვების ობიექტები, სადისტრიბუციო კომპანიები, სამშენებლო სექტორი, ესთეტიური მედიცინა, სანიტარული მომსახურება და სხვა. მათ შორის მეღვინეობა „ხარება“, „გაგრა +“, CLEANTACH, სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“, ტურისტული კომპანია „Georgian Wilderness Expedition“, რესტორანი „თავადური“, რესტორანი „მეგრული ოდა“, შპს ლემონი და სხვა.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი კომპანიები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები არიან. კომპანიების პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ სტუმრებს ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ამირან დოლიძემ გააცნო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კანონით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შემადგენელი ნაწილია. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე პალატის წარმომადგენლობა განთავსებულია დედაქალაქში. ამ დროისთვის აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა ათეულობით კომპანიას აერთიანებს, როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნეს-სექტორებს.

არსებობდა საფრთხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ - ვახტანგ გომელაური

22 ნოემბერი, 2017 , 23:40

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, იყო საფრთხე, რომ დანაშაულებრივ ჯგუფს მძევლები აეყვანათ.სუს-ის უფროსმა სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა. „უპირველეს

სპეცოპერაციისას დაჭრილ სამართალდამცველებს საფთხე არ ემუქრებათ - ზაზა სოფრომაძე

22 ნოემბერი, 2017 , 21:15

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, კონტრტერორისტული ოპერაციისას დაჭრილი სამი სპეცრაზმელი თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში არის გადაყვანილი. სოფრომაძის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ

მსგავს დროს არაა გამართლებული სპეკულაციები - გიორგი კვირიკაშვილი

22 ნოემბერი, 2017 , 21:12

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა დღეს ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ. მან მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა სამართალდამაცველს, ასევე მოუწოდა პო

ჩვენ არავითარ შემთხვევაში მათ ეროვნებას, მოქალაქეობრივ კუთვნილებას არ უნდა გავუსვათ ხაზი - პრემიერი დანაშაულებრივ ჯგუფზე

22 ნოემბერი, 2017 , 21:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ სამართალდამცავი სტრუქტურები ფლობდნენ ინფორმაციას და მათი განეიტრალება სწორედ მასზე დაყრდნობით მოახერხეს. „ისინი დღეს არ

ვთხოვთ ყველას, ვინც თავშესაფარს საჭიროებს, დროებით მიმართოს ისნის გამგეობას - კახა კალაძე

22 ნოემბერი, 2017 , 21:05

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრებმა ოჯახებმა, რომლებიც დროებით თავშესაფარს საჭიროებენ, რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ ისნის გამგეობას, რათა შემდგომ ისინი გადაიყვანონ საცხოვრებელ ფა

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, სამი კი ლიკვიდირებულია - სუს-ი

22 ნოემბერი, 2017 , 21:01

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 1