უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 იანვარი, 2020 13:56
font-size

რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო, მეოთხე, მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულება გაფორმდა შორაპანი-არგვეთას (F4) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმოსთან “Guizhou Highway Engineering Group” და “China National Technical Import and Export Corporation“.

ხელშეკრულებას ხელი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, Guizhou Highway Engineering Group“-ის გენერალური მენეჯერის მოადგილემ მუ ჟინვეიმ და China National Technical Import and Export Corporation“-ის მარკეტინგის დეპარტამენტის გენერალური მენეჯერის მოადგილემ იანგ ბინგმა მოაწერეს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას 582,777,310 ლარით აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ამ მონაკვეთზე აშენდება 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა, 14 ხიდი და 12 გვირაბი. სამუშაოების დასრულებას 3 წელი დასჭირდება. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის 14.7კმ-იანი გზა ავტოტრანსპორტს გაუადვილებს მთაგორიან მონაკვეთებში, ხევებსა და მდინარეებზე გადაადგილებას. ამჟამად რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ერთ მონაკვეთზე დაწყებულია სამობილიზაციო სმაუშაოები.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ამ მანძილის დაფარვას 8 საათის ნაცვლად 4-4.5 საათი დასჭირდება.

ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საწარმოს შემადგენელი კომპანია GHEC-ი 1958 წელს დაფუძნდა და მას 61 წლიანი გამოცდილება აქვს გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაში. ბოლო წლებში GHEC-იმ 6,000-ზე მეტი კილომეტრის გზა, 1,200 ხიდი და გვირაბი ააშენა. კომპანიას ხიდებისა და გვირაბების მთიან რაიონებში მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვს. სწორედ GHEC-ის მიერაა აშენებული მსოფლიოში ყველაზე მაღალი - ბეიპანცზიანის ხიდი, ხოლო China National Technical Import and Export Corporation (CNTIC) დაფუძნდა 1952 წელს. მან 65 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 7,000-ზე მეტი პროექტისთვის, შეასრულა საკვანძო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობების იმპორტი.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8299 ლარი გახდა

21 თებერვალი, 2020 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8299 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

21 თებერვალი, 2020 , 14:30

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა. „Globa

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თურქეთში ევროპის საავიაციო ფორუმში მონაწილეობს

21 თებერვალი, 2020 , 14:30

თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ევროპის ყოველწლიური საავიაციო ფორუმი CONNECT 2020 მიმდინარეობს. რიგით მე-17 ფორუმში 50 ქვეყნის 65 ავიაკომპანიისა და 260 აეროპორტის 650 ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. საქართველოს ფო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups შემოდის

21 თებერვალი, 2020 , 12:10

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და საქართველოს ბან

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8265 ლარი გახდა

20 თებერვალი, 2020 , 17:44

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8265 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8422 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

20 თებერვალი, 2020 , 17:25

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებაში არსებულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`