უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

3 იანვარი, 2018 14:40
font-size

რის საფუძველზე მოხდა ქართველი ტყვეების გადაცემა თბილისისთვის? - აფხაზური მხარის განმარტება

დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლება და თბილისისთვის გადაცემის ფაქტი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა. ამის გამო დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ჰაჯიმბას ადმინისტრაციამ მოსახლეობას საგანგებო წერილით მიმართა.

„2017 წლის 25 დეკემბერს აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე აფხაზურმა მხარის მიერ საქართველოსთვის გიორგი ლუკავას გადაცემა წარმოადგენს პატიმართა გაცვლის პროცესის გაგრძელებას, რომელიც დაიწყო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების თხოვნით.

2008 წლის მოვლენების შედეგად, საქართველოს ჯარების შეჭრის დროს აყვანილი იყვნენ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, რომელთაც საქართველოში ხანგრძლივი პატიმრობა, მათ შორის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ ლუკავა გასაცვლელთა სიაში ადრეც იყო, თუმცა მისი გაცვლა იმ დროს დროებით შეჩერდა, მოგვიანებით კიდევ ერთი პატიმარი გიორგი გიუნაშვილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ გადმოგვცა, გაცვლილი იყო როლანდ ჟიბაზე, რომელიც საქართველოს აფარებდა თავს და ბ. კვიცინიას მკვლელობისთვის იყო ეჭვმიტანილი.

საჭიროდ მივიჩნევთ, განვუმარტოთ საზოგადოებას , რომ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის თავს აფარებენ აფხაზეთის მოქალაქეები. მათ შორის რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევის მკვლელი. აფხაზური მხარე ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების გადმოცემისთვის. ეს საკითხები IPRM და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარე ყველა დონეზე და შეხვედრაზეა დასმული.

შესაძლოა, ვინმეს არ აწყობდეს ის ფაქტი, რომ აფხაზეთის მოქალაქეები, რომელთაც ჩადენილი აქვთ დანაშაული და თავს საქართველოში აფარებენ , აფხაზეთს უნდა გადაეცეს და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელი მოიხადონ.

მეტიც, გაუწყებთ, რომ ომის დასრულების შემდეგ, ქართულ მხარეს ის მოქალაქეები გადაეცა, რომლებმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული ჩაიდინეს, ისეთები როგორიცაა გოგოხია, უგრეხელიძე, კეკელია, გერხელია, მამასახლისი და სხვა. იმ პერიოდში ამას არ გამოუწვევია რაიმე აღშფოთება ან გაუგებრობა მათი მხრიდან, ვინც დღეს სიტუაციის გამწვავებას ცდილობს.

პატიმართა გაცვლის მსოფლიო პრაქტიკას უკავია ადგილი საერთაშორისო ურთიერთობებში და მათი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს თხოვნით, გამოიჩინონ სიმშვიდე და არ აჰყვნენ პროვოკაციებს“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

24 ნოემბერი, 2023 , 14:31

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი