უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

24 მაისი, 2023 14:45
font-size

რიშარ გალიანომ თბილისში მეშვიდე კონცერტი გამართა

„50 წლის განმავლობაში ჩემი აკორდეონით არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ. ერთ დღეს კი შეიძლება, მთვარეზეც მოვხვდე“, -- ასე იხუმრა ლეგენდარულმა მუსიკოსმა რიშარ გალიანომ თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გამართულ სოლო კონცერტზე მსმენელთან მიმართვისას.

მსოფლიოში ნომერ პირველ აკორდეონისტად აღიარებული, იტალიური წარმოშობის, ფრანგი მუსიკოსი საქართველოს მეშვიდედ სტუმრობდა. ღონისძიება კომპანია „Dec&Art Events”-ის ორგანიზებით ჩატარდა.

რიშარ გალიანომ პირველად შეასრულა ქართველი კომპოზიტორის, ნატალია თოთიბაძის მელოდია „ტანგო ერთისთვის“ აკორდეონისა და კამერული ორკესტრისათვის. იგი მსმენელის წინაშე ტრადიციული შანსონის, ფრანგული ჯაზის, ტანგოს, ბალადისა და კლასიკური იმპროვიზაციებით გამდიდრებული სოლო პროგრამით წარდგა. შესრულდა ცნობილი მელოდიაც ფილმიდან --„ქალი და მამაკაცი“. 13-კილოგრამიანი აკორდეონით აჟღერებულმა ჰანგებმა წელსაც აღტაცებაში მოიყვანა ქართველი მსმენელი.

როგორც კონცერტის დასრულების შემდეგ რიშარ გალიანოს წარმომადგენელმა ანი ლაღიძემ განაცხადა, ფრანგ სტუმართან თანამშრომლობა 2006 წლიდან დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მუსიკოსმა თბილისში 6 სრულანშლაგიანი კონცერტი ჩაატარა.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ერთი ოჯახი ვართ. უკვე სენტიმენტალურ თემებზეც ვსაუბრობთ ერთმანეთთან“, -- აღნიშნა ანი ლაღიძემ.

როგორც რიშარ გალიანომ „მედიანიუსს“ განუცხადა, იგი საქართველოში მერვედაც აპირებს ჩამოსვლას.

„ქართველი მსმენელისაგან ის მუხტი ვიგრძენი, რომელსაც შემსრულებლისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როცა აუდიტორია ნასიამოვნები რჩება, ესე იგი შენი გამოსვლა სცენაზე გამართლებულია. თუმცა მარტივი არაა, გადაჰყურებდე სავსე დარბაზს და პუბლიკასთან კავშირს ამყარებდე“, -- აღნიშნა რიშარ გალიანომ.

კონცერტს სხვებთან ერთად, ცნობილი მომღერლები და მსახიობებიც ესწრებოდნენ, მათ შორის -- ქართული ესტრადის ვარსკვლავი ნანი ბრეგვაძე. მათი თქმით, ფრანგი აკორდეონისტის მოსმენას საქართველოში სამომავლოდაც სიამოვნებით ისურვებდნენ.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი