უკან

პოლიტიკა

12 სექტემბერი, 2017 16:00
font-size

რისთვის დააკავეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი? - უმაღლესი რადას დეპუტატის ვერსია

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლისა და უმაღლესი რადას დეპუტატის, ანტონ გერაშენკოს მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებული მომხრე ალექსანდრ ბურცევი პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მესაზღვრეებზე ძალადობდა. შესაბამისი ვიდეოთი ის სააკაშვილის თანაპარტიელის, დავით საყვარელიძის ბრალდებას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე უპასუხა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის მომხრეების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიები დაიწყო.

„დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ პროვოკატორ სააკაშვილის მომხრეების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიები დაიწყო. კერძოდ კი, დაკავებულია ალექსანდრ ბურცევი.

როგორც ყოველთვის, დავითმა მოიტყუა და ის [მისი ფეისბუკპოსტი] სიამოვნებით გააზიარეს ძირითადმა უკრაინულმა მედიასაშუალებებმა ისე, რომ შეკითხვაც არ გასჩენიათ - რისთვის დააკავეს ალექსანდრ ბურცევი?

თუმცა, შეიძლება ვცდები და დავითმა არ იცის, რისთვის დააკავეს?

შემიძლია დავეხმარო მას, მედიასაშუალებებსა და მოქალაქეებს ამ საკითხის გარკვევაში და ჩემი შეფასება მივცე სააკაშვილის „ბოევიკ-ტიტუშკას“ ალექსანდრ ბურცევის ქმედებებს.

ვიდეოზე ალექსანდრ ბურცევმა (ულვაშებით, წვერითა და შავ ბერეტში) განსაკუთრებული ცინიზით, თავისი უდანაშაულობის ხაზგასმით, სცემს და ხელს კრავს უკრაინის დამცველებს - მესაზღვრეებს, რომლებიც ასევე იცავდნენ უკრაინას ანტიტერორისტულ ოპერაციებში“, - დაწერა გერაშენკომ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლისა და პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით, სააკაშვილის მხარდამჭერების დაჭერა დაიწყეს. მისი ტქმით, დაკავებული არიან ანდრეი კოტიჩენკო და ალექსანდრ ბურცევი.

10 სექტემბერს 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

ანა მებურიშვილი


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი