უკან

საზოგადოება

4 ნოემბერი, 2016 18:20
font-size

რკინიგზა მოკლებულია უფლებას, ჩაერიოს კონტრაქტორი კომპანიის შიდა შრომით ურთიერთობებში - საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა სოფელ ზვარეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რკინიგზას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან საკონტრაქტო ურთიერთობა აკავშირებს და მას არ აქვს უფლება, ჩაერიოს მესამე პირებს შორის არსებულ შიდა შრომით ურთიერთობებში.

,,განვმარტავთ, რომ სს „საქართველოს რკინიგზას“ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან აკავშირებს საკონტრაქტო ურთიერთობა, რომელიც გაფორმდა 2011 წელს ჩატარებული საერთაშორისო ტენდერის საშუალებით. დოკუმენტი ეხება ხაშური-მოლითის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას. აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას ასევე საერთაშორისო ტენდერის გზით გამარჯვებული კომპანია (ავსტიულ გერმანული) ILF-ისა და Deutsche Bahn-ის კონსორციუმი ახორციელებს.

ამ კონტექსტში ჩვენთვის გაუგებარია იმ პირების განცხადება, რომლებიც ცდილობენ საქართველოს რკინიგზა წარმოაჩინონ როგორც კონფლიქტის მხარე. ვინაიდან რკინიგზა არ წარმოადგენს სამართალურთიერთობის მხარეს/სუბიექტს ქვეკონტრაქტორის შიდა შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში. ისევე როგორც სხვა ათასობით რკინიგზის კონტრაქტორ კომპანიის შემთხვევაშიც, იგი მოკლებულია უფლებას ჩაერიოს მესამე პირებს შორის არსებულ შიდა შრომით ურთიერთობებში.

ჩვენ ვცდილობთ, დარეგულირდეს საკითხი და ნორმალურ პირობებში წარიმართოს სამშენებლო სამუშაოები და მოვუწოდებთ მხარეებს მიღოონ შესაბამისი ზომები სიტუაციის განმუხტვისათვის. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესახებ - ჩვენ გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები. საკითხის გარკვევაში ჩართულები არიან სამართალდამცავი ორგანოები და მიმდინარეობს გამოძიება, დარწმუნებული ვართ რომ შესაბამისი უწყებები გაარკვევენ ყველა მიზეზებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოფელ ზვარეში, სარკინიგზო გვირაბზე დასაქმებული ქართველი მუშების ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით, ჩინეთის სამი მოქალაქეა დაკავებული.

მარი ნამგალაძე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი