უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 აგვისტო, 2017 13:38
font-size

რკინიგზაში თანამშრომელთა შიმშილობას კომპანიის გარეთ არსებულ ,,დესტრუქციულ ძალებს“ უკავშირებენ

საქარტველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი იურიდიული სამსახურის უფროსის, ნანა კლარჯეიშვილის განმარტებით, რკინიგზის თანამშრომლები, რომლებიც დღეს აქციას მართავენ ინფორმირებულები იყვნენ რეორგანიზაციის შესახებ.

მისი თქმით, ყველა თანამშრომლისგან, მათ შორის მოშიმშილეებისგანაც ჰქონდათ თანხმობა კახეთიდან ახალ რეგიონში გადასვლასთან დაკავშირებით.

კლარჯეიშვილი მოშიმშილეების მოთხოვნებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან როგორც ტრანსპორტირებისთვის, ასევე მათთვის გარემონტდა კუპე ვაგონები, სადაც ყველანაირი საცხოვრებელი პირობაა შექმნილი.

რკინიგზის წარმომადგენელმა რეორგანიზაციის დაწყების მიზეზები განმარტა და რკინიგზის გარეთ არსებულ დესტრუქციულ ძალებზე ისაუბრა.

"ბოლო პერიოდში კახეთის რეგიონიდან ტვირთბრუნვამ იკლო, შესაბამისად საჭიროებას აღარ წარმოადგენდა ამ ადამიანების ადგილზე მუშაობა. მათი გადაყვანა მოხდა სამხრეთ/დასავლეთ რეგიონში . რეორგანიზაციამდე გაკეთდა ახსნა-განმარტებები, შეხვედრა თანამშრომლებთან. ასევე რეორგანიზაციას წინ უძღვოდა მათი წერილობითი თანხმობა ახალ რეგიონში გადასვლაზე. სამწუხაროდ, რკინიგზის გარეთ აღმოჩნდნენ დესტრუქციული ძალები, რომლებსაც სურთ პრობლემების შექმნა რკინიგზაში. ჩვენ ორჯერ გავუგზავნეთ ამ ადამიანებს განმარტებითი წერილი და ვთხოვთ თანამშრომლობის გაგრძელებას", - განაცხადა კლარჯეიშვილმა.

ცნობისათვის- საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წინ რკინიგზის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო. როგორც ისინი აცხადებენ, გურჯაანის რკინიგზის სამსახურში მათი სამუშაო ადგილების გაუქმების შემდეგ, სამუშაოდ სადახლოში გადაიყვანეს, რის გამოც ჯერ თბილისში უწევთ ჩამოსვლა და შემდეგ - სადახლოში.

საკვანძო სიტყვები:

ამირან გამყრელიძე - თუ ადამიანს აქვს ხველა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა და ბოლო ორ კვირაში ჩინეთში იმოგზაურა, აუცილებელია, დარეკოს ცხელ ხაზზე ან მიმართოს ექიმს

29 იანვარი, 2020 , 14:55

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში ჩინეთიდან მომავალ მგზავრთა შემოწმება გრძელდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით,

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება

29 იანვარი, 2020 , 14:15

10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის

ჩინეთში საქართველოს საელჩო დამატებითი ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

29 იანვარი, 2020 , 14:15

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დამატებითი ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს, რომელზე დაკავშირებაც, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ. „გაცნობებთ, რომ ჩინეთ

თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ ნაძირალათა ხროვა ხართ, ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება - მალხაზ მაჩალიკაშვილი

29 იანვარი, 2020 , 13:50

მე თქვენ დედას გიტირებთ. თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ არაფერი ხართ, ნაძირალათა ხროვა ხართ. ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება, - ასე მიმართავს სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მა

ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდა

29 იანვარი, 2020 , 13:50

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სააგ

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს

29 იანვარი, 2020 , 13:30

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. დეკემბერში

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`