უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აგვისტო, 2017 17:10
font-size

რკინიგზელთა აქციაზე დაკავებული 10 აქტივისტი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

რკინიგზის დეპარტამენტთან გამართული აქციის დროს დაკავებული 10 პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროცესი 8 სექტემბრისთვისაა დანიშნული.

ერთ-ერთი აქტივისტის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, დაკავებისას სამართალდამცავეებმა ძალა გადაამეტეს.

„დაკავების პროცესში იყო უხეშად გადამეტებული ძალა, ტრანსპორტირების პროცესში იყო პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა, რაზეც ვაფიქსირებთ ჩვენს პრეტენზიებს და შესაბამისად მივუთითებთ ჩვენს საჩივრებში“, - აღნიშნა „აუდიტორია 115“-ის წევრმა.

აქტივისტთა უფლებადამცველის, ნინო ქურდოვანიძის განცხადებით, დაკავებულთა ნაწილს დაზიანებები აღებიშნებათ, რაზეც გამოძიება უნდა დაიწყოს.

„დაკავებულთა ნაწილს აღენიშნება სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი, რომლებიც მათ მიიღეს დაკავებისა და დაკავების შემდეგ და ბუნებრივია, ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება გამოძიების სახით“, - თქვა ქურდოვანიძემ.

კიდევ ერთი დაკავებულის, რკინიგზის ახლი პროფკავშირების წარმომადგენლის, ილია ლეჟავას განცხადებით, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, სანამ რკინიგზელთა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

„მანამდე გავაგრძელებთ შიმშილობას, სანამ ყველა ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება “, - თქვა ლეჟავამ.

გუშინ აქციაზე დაკავებული 10 აქტივისტის წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით :166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (დამოურჩილებლობა) მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გუშინ მოშიმშილე რკინიგზელები სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც, რკინიგზის შენობასთან მათ კარვების გაშლის უფლება არ მიეცათ.

პროტესტის ნიშნად ისინი შენობაში შეჭრას შეეცადნენ, რასაც სამართალდამცავების მხრიდან 3 პირის დაკავება მოჰყვა. მოგვიანებით ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

რკინიგზის ადმინისტრაციამ მოშიმშილეთა მცდელობა „ძალადობად“ შეაფასა.

ანა მებურიშვილი

“არ გაეკაროთ არაფერს! ნუ იკლავთ თავს“

14 სექტემბერი, 2019 , 17:26

სოციალური ქსელის მომხმარებელი თიკო თვალაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს: „რა საწამლავს ყიდიან ეს არაადამიანები, კიდე ერთი ჩვენი ნაცნობი ბიჭი ებრძვის სიკვდი

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები - გიორგი გახარია

14 სექტემბერი, 2019 , 16:15

“ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა, კიდევ ბევრი რამ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლები

ისრაელის არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტთან მემორანდუმს მოეწერა ხელი

14 სექტემბერი, 2019 , 16:15

იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფების მიერ საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლის სამომავლო გეგმა მხარეთა თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წარ

ქიმურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დოკუმენტი მუშავდება

14 სექტემბერი, 2019 , 11:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) ერთად, ქიმურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტული სამოქმე

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა

14 სექტემბერი, 2019 , 11:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებზე მიუხედავად ქვეყანაში ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემისა, შენარჩუნებულია ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პოზიტიური ტენდენცია. 2019წლის 8 თვის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა

13 სექტემბერი, 2019 , 17:20

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა. 2015 წლიდან ჭელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. მანამდე იკავებდა შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს