უკან

ეკონომიკა

8 დეკემბერი, 2016 20:06
font-size

რობერტ ჰარლი `ომეგა ჯგუფის` საავტომობილო შოურუმებს და სერვისცენტრებს ეწვია

თბილისში ვიზიტით მყოფი ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის საპატიო დირექტორი, რობერტ ჰარლი პალატის დირექტორთან, მაკო აბაშიძესთან ერთად ,,ომეგა ჯგუფის” საავტომობილო შოურუმს „ომეგა მოტორსს“ და ავტოსერვისის ბლოკებს ეწვია და ადგილზე გაეცნო ბიზნესის წარმოებას.

კომპანიის წარმომადგენლებმა, გოგი ქურდაძემ და ნიკოლოზ ასანიძემ რობერტ ჰარლის ,,ომეგა ჯგუფის’’ საავტომობილო ბიზნესის მუშაობის პრინციპები გააცნეს და ,,მაზერატის’’ შოურუმის მშენებელობა დაათვალიერებინეს.

როგორც ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დირექტორმა, მაკო აბაშიძემ განაცხადა, რობერტ ჰარლის ვიზიტი არის ,,ომეგა ჯგუფის’’ და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტური.

მისი თქმით, ,,ომეგა ჯგუფი’’ ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი წევრია, თავად ,,ომეგა ჯგუფის’’ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი კი, გახლავთ პალატის საპატიო თავმჯდომარე.

მაკო აბაშიძემ რობერტ ჰარლის ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მისი გამოცდილება კიდევ უფრო დაახლოებს ქართულ და ბრიტანულ ბიზნესებს.

,,რობერტ ჰარლი ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის საპატიო დირექტორია, რომელიც ახლახან შემოგვიერთდა სამუშაო ჯგუფს. მას აქვს ძალიან საინტერესო და დიდი გამოცდილების კარიერა. 10 წელზე მეტია მუშაობდა ბრიტანეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად და ამიტომ, მჯერა, რომ მისი ექსპერტიზა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო ურთიერთობები უფრო სხვა, მაღალ დონეზე ავა’’, - განაცხადა მაკო აბაშიძემ.

თავის მხრივ, როგორც რობერტ ჰარლიმ აღნიშნა, იგი აღფრთოვანებული დარჩა ,,ომეგა მოტორსით’’ და ასევე ,,მაზერატის’’, “ოპელისა” და “ჯენერალ მოტორსის” შოურუმების მშენებლობის მიმდინარეობით და არ გამორიცხა, რომ ბრიტანული ინვესტიცია ამ სფეროში კიდევ უფრო გაიზარდოს.

ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის წარმომადგენლები გაეცნენ “ომეგა ჯგუფის” სამომავლო საინვესტიციო გეგმებსაც.

,,ვფიქრობ, საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი ეკონომიკის განვითარების და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ამის კარგი მაგალითია ,,ომეგა ჯგუფი’’, რომელიც ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი და წარმატებული იმპორტიორია. ბრიტანულ მხარეს გვაქვს ინტერესი, რომ საქართველოში ინვესტიციების მოცულობა გავზარდოთ და ბიზნესი გავაფართოვოთ’’, - განაცხადა რობერტ ჰარლიმ.

ცნობისათვის: ცნობილი ბიზნესმენის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებული “ომეგა ჯგუფი” თითქმის სრულად მოიცავს საავტომობილო ბაზრის ყველა სეგემენტს: BMW, MINI, IVECO, OPEL, CHEVROLET, MASERATI.

2016 წლის საუკეთესო ინვესტორად "ჯორჯიან თაიმსის" და კომპანია "გორბის" ბიზნესრეიტინგში ზაზა ოქუაშვილი აღიარეს.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი