უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

27 ოქტომბერი, 2017 14:55
font-size

რობოტ გოგონას მოქალაქეობა მიანიჭეს

საუდის არაბეთი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც რობოტს მოქალაქეობა მიანიჭეს.

როგორც გამოცემა independent წერს, ეს არის საუდის არაბეთის მცდელობა, ქვეყანა წარმოაჩინოს, როგორც ხელოვნური ინტელექტის განვითარების ადგილი, სადაც რობოტებს მოქალაქეობის სრულ უფლებას ანიჭებენ.

რობოტ სოფიას საუდის არაბეთის მოქალაქეობა ერ-რიადში გამართული ბიზნეს-სამიტის ფარგლებში მიანიჭეს. რობოტმა ღონისძიებაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

„ვამაყობ იმით, რომ ასეთი უნიკალური შესაძლებლობა მომეცა. მე ვარ პირველი რობოტი ისტორიაში, რომელსაც ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭეს.

მითხრეს, რომ სამინიტის მონაწილეები დაინტერესებულები არიან ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების ჩადებით, რაც ნიშნავს, რომ ისინი ჩემით არიან დაინტერესებული“, - თქვა საუდის არაბეთის მოქალაქე რობოტმა სოფიამ და აქვე აღნიშნა, რომ ხალხს არ უნდა ეშინოდეს, ,,ტერმინატორის“ მსგავს ფილმებში აღწერილი ხელოვნური ინტელექტის.

გაზეთი Independent წერს, რომ რობოტისთვის მოქალაქოების მინიჭების ფაქტს ინტერნეტ-მომხმარებლების ნაწილის კრიტიკა მოყვა.

გამოცემის ინფორმაციით, კრიტიკის საფუძველი გახდა ის რეალობა, რომ საუდის არაბეთში, სადაც ქალები ჯერ კიდევ შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, რობოტ ქალს სრულფასოვანი უფლებები მიანიჭეს.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი