უახლესი ამბები
- 21.02.2019 18:37ზვიად კუპრავას პატიმრობა შეეფარდა
- 21.02.2019 18:28„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერეა თბილისშიც“ გაიხსნა
არქივი
პოლიტიკა


როდესაც ადამიანი დასმული კითხვების გამო ფილარმონიიდან გარბის, რა უნდა ვქნათ, საზოგადოებასაც ავუკრძალოთ კითხვების დასმა?! - დავით ჭიჭინაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის თქმით, ის არ დაემორჩილება მმართველი გუნდის დეპუტატთა ქცევის კოდექსს, თუ ის ამომრჩევლის ინტერესთა საწინააღმდეგო იქნება.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქაღალდზე გაწერილი წესები სუსტ ადამიანებს სჭირდებათ.
„თუკი ჩვენი ქცევა ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ვერავითარი საბუთი ვერ დამაკავებს, რომ ამ წესებს დავემორჩილო. თუკი ეს იქნება ჩვენი ამომრჩევლისა და მოქალაქეების ინტერესებში, ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე ვემორჩილები. რაღაც ქაღალდებით გამყარება სუსტ ადამიანებს სჭირდებათ. ადამიანს გააჩნია სიტყვა, შინაგანი ენერგია და ამით უნდა იხელმძღვანელოს.
როდესაც ადამიანი დასმული კითხვების გამო ფილარმონიიდან გარბის, რა უნდა ვქნათ, საზოგადოებასაც ავუკრძალოთ კითხვების დასმა?! ქაღალდზე დაწერილი ქცევის წესები მე არ მჭირდება“,- გამოეხმაურა ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ უნდა გაიწეროს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ქცევის გარკვეული წესები, რომლებიც დისციპლინის დასაცავად არის საჭირო.
საკვანძო სიტყვები:

გთხოვთ, რომ გააგრძელოთ მუშაობა ჩემს გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს - ირაკლი კობახიძე
21 თებერვალი, 2019 , 18:50

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმს, სამართლიანია - ბიძინა გეგიძე
21 თებერვალი, 2019 , 17:20

ერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ სასამართლო რეალურად იქნება დამოუკიდებელი, ამ ჯგუფს არ ჩაუგდებთ ხელში და დღესვე დავტოვებ პარლამენტს - ლევან გოგიჩაიშვილი
21 თებერვალი, 2019 , 17:05

ეკა ბესელია აპრიორი უშვებს იმას, რომ კანონპროექტი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას - ანრი ოხანაშვილი
21 თებერვალი, 2019 , 15:50

ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა არსებობს - თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
21 თებერვალი, 2019 , 15:50

გია ვოლსკი რომან გოცირიძეს - ქურდული გარჩევა, სადისტობა, არაკომპეტენტურობა და თავგასულობა თქვენს მხარეს მოიკითხეთ
21 თებერვალი, 2019 , 14:44