უკან

კომენტარი

3 მარტი, 2017 14:10
font-size

როდესაც ამერიკის ელჩი ბრალს სდებს საქართველოს მთავრობას, ესაა საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა - სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი, სოსო მანჯავიძე რუსთავი-2-თან დაკავშირებით ამერიკის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს და ადმინისტრაციას ელჩის გაწვევას ურჩევს.

„იმედი მაქვს, ადმინისტრაცია მალე გაიწვევს ელჩს. ის ქედმაღლური და არაკომპეტენტური განცხადება, რაც ელჩმა გააკეთა, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა. მართალია, ამას მიჩვეულები ვართ, მაგრამ ასე არ უნდა ხდებოდეს.

ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი განცხადება. გამოდის ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების სახელით და ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას. ეს იყო საქმეში ჩაუხედავი განცხადებები. იმ პოლიტიკურ კონტექსტში, რაც დღესაა ამერიკაში, როცა ტრამპმა პირდაპირ ბოიკოტი გამოუცხადა რუსთავი-2-ის იდეოლოგიურ დედას (cnn-ს), ეს არის პირდაპირ კონტექსტიდან ამოვარდნილი განცხადება. რაც მალე შეიცვლება ტელეკომპანიაში ის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფო სამსახურების დაშინებაზე და პანიკის დათესვაზე, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის“, -განაცხადა სოსო მანჯავიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისათვის: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.

"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტობრივად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა.

პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედია გარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური." - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

ბატონი კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა - ბერიკა შუკაკიძე

23 აგვისტო, 2019 , 15:17

პარტიის "თავისუფალი საქართველო"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს: „აბსოლუტური

ხელისუფლება მუშაობს პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაში - გია ხუხაშვილი

22 აგვისტო, 2019 , 16:20

ტვ პირველის მფლობელის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წაყენებას ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ერთი აქტიური თემა მეორეთი გადაფაროს და საზოგადოება მუდმივად დაძაბულ რეჟიმში

ძალიან, ძალიან შეეცდებიან გადაყლაპვას, მაგრამ ყელში გაეჩხირებათ! - ინგა გრიგოლია

22 აგვისტო, 2019 , 16:20

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ გენერალური პროკურატურის მიერ ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "ძალიან, ძალიან შეეცდებიან გადაყლაპვას, მაგრამ ყელში გაეჩხირებათ! ვერ წაიღებენ ტვ პ

ნებისმიერი ტელევიზიის დამფუძნებელი, პოლიტიკური პარტიის ჩამომყალიბებელი არ არის ის საფარველი, სადაც შეიძლება თავი აარიდო შეკითხვაზე პასუხს, თუ რა მონაწილეობა გაქვს მიღებული 17 მილიონის აორთქლებაში - გია ვოლსკი

22 აგვისტო, 2019 , 15:46

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ დაწყებულ გამოძიებას აფასებს და აცხადებს, რომ ბიზნესის ფლობა იქნება თუ პოლიტიკოსობა არ უნდა გაძლევდეს იმის უფლებას შენს მიმართ გამოძიებამ კით

`ივანიშვილს სურს, რომ მედია იყოს სარკე, სადაც ჩაიხედავს და კითხვაზე: ვინაა ყველაზე ლამაზი, ეტყვიან „შენ ხარ“

22 აგვისტო, 2019 , 15:35

პროკურატურის მიერ ტვ პირველის მფლობელის მამისთვის ბრალის წაყენებას „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ეხმაურება. ზურაბიშვილის თქმით, ზღაპრების მსგავსად ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ მედია იყოს

კიდევ ერთხელ გეუბნებით - ტვ პირველს ვერ წაიღებთ - ვახტანგ წერეთელი

22 აგვისტო, 2019 , 12:55

ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავთანდილი წერეთლის შვილი,“ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი წერს. მის

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს