უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 იანვარი, 2018 12:00
font-size

როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება - ბექა დოჭვირი

ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების დაკავების ფაქტს შს სამინისტრო ეხმიანება.

შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ბექა დოჭვირის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

"საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ქ. რუსთავის 2 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა, რომ არც ერთ შემთხვევაზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

ზოგადად პოლიციელების უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება“, - აცხადებს ბექა დოჭვირი.

საკვანძო სიტყვები:

არასამთავრობო ორგანიზაციები 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

21 ნოემბერი, 2019 , 16:15

არასამთავრობო ორგანიზაციები 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე და

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 7 პირი პასუხისგებაში მისცეს, ორი კი დააკავეს

21 ნოემბერი, 2019 , 11:30

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვი

ეროვნულმა ბანკმა რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს - ირაკლი კოვზანაძე

20 ნოემბერი, 2019 , 15:35

"ეროვნულმა ბანკმა, მომავალი სამი წლის სამოქმედო დოკუმენტი, საპარლამენტო სესიაზე ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა წარმოადგინოს", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კ

მოსამართლემ წესრიგის დარღვევისთვის სერგო რატიანი და კიდევ ორი პირი დარბაზიდან გააძევა

20 ნოემბერი, 2019 , 15:35

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესზე, სხდომათა დარბაზიდან სამი პირი გააძევა. მათ შორის „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგო რატიანი. მოსამართლის განცხადებით მათ

მოსამართლემ წესრიგის დარღვევისთვის სერგო რატიანი და კიდევ ორი პირი დარბაზიდან გააძევა

20 ნოემბერი, 2019 , 15:14

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესზე, სხდომათა დარბაზიდან სამი პირი გააძევა. მათ შორის „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგო რატიანი. მოსამართლის განცხადებით მათ

სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა შეეფარდა

20 ნოემბერი, 2019 , 14:55

სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების განცხად