უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 სექტემბერი, 2018 11:45
font-size

როდესაც „იბერიასთან“ დაკავშირებით კეთდება კომენტარები, რომ ეს არის ბიზნესის პრობლემები, ეს ძალიან გაცვეთილი და მოძველებული ჩარჩოა - ანა ნაცვლიშვილი

მედია დემოკრატიული სახელმწიფოს ჟანგბადია, ამ ჟანგბადის შემცირება პირდაპირ აისახება ქვეყნის დემოკრატიისა და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე, - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრისას.

მისი თქმით, ბიზნესზე შესაძლო ზეწოლის გარდა, „იბერიას“ საქმეში მედიის თავისუფლების საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე გავრცელებულ ჩანაწერებს, მათი ავთენტურობის შეფასებსასთან ერთად, სამართლებრივი შეფასება მოყვეს. გაჟღერდა, რომ აქ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, ელიტურ კორუფციაზე კეთდება კომენტარები და ასე შემდეგ.

ეს არ არის მხოლოდ ბიზნესზე შესაძლო ზეწოლის საკითხი, თუმცა, თავის მხრივ ბიზნესის თავისუფლება და ხელშეუხებლობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ბიზნესთან და სავარაუდო კორუფციულ თემებთან ერთად ვერ დავივიწყებთ, რომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - მედია, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს ჟანგბადია. ამ ჟანგბადის შემცირება პირდაპირ აისახება ამ ქვეყნის დემოკრატიისა და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე.

როდესაც „იბერიასთან“ დაკავშირებით კეთდება კომენტარები, რომ ეს არის ბიზნესის პრობლემები და ბიზნესმა უნდა გადაიხადოს გადასახდები, ვფიქრობ, ეს ძალიან გაცვეთილი და მოძველებული ჩარჩოა, რომელშიც ეს საქმე ცალსახად ვეღარ ჯდება.

ჩვენ კარგად გვახსოვს „რუსთავი 2“-ის საქმესთან მიმართებაშიც მესიჯი იყო ის, რომ ეს იყო ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და სახელმწიფოს არაფერი ჰქონდა მასთან საერთო, მაგრამ ყველა ეტაპზე ძალიან ნათლად ჩანდა სახელმწიფოს ჩართულობა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ვახტანგ გომელაური

20 მარტი, 2024 , 17:52

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გ

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა - გიორგი ბოტკოველი

20 მარტი, 2024 , 13:13

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია , რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი