საზოგადოება


როდესაც ყველა ერთად გადავწყვეტთ პრობლემას, შემდეგ ვიწყებთ კითხვის ნიშნების დასმასა და მათზე პასუხს - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში მიმდინარე სახანძრო-სამაშველო სპეცოპერაციაში ჩართულ ყველა ადამიანს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სტიქიურმა უბედურებამ გამოავლინა საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნები.
„მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან იმისთვის, რომ სტიქია იყოს ლოკალიზებული. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება ატენის ხეობაში. ამ რთულ მომენტში ჩვენთვის მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია ისიც, თუ რამდენი გულწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს : სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები, პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან. ამ მომენტში ეს ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. მადლობა ჩვენს ყველა მეგობარს, რომლებიც ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურნენ და დაგვეხმარნენ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სტიქიასთან გამკლავებას დიდი დრო სჭირდება.
„ტექნიკურად სიტუაცია კონტროლდება თავიდან ბოლომდე, მაგრამ არეალიდან გამომდინარე, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები. ამ ტერიტორიის ბოლომდე დამუშავებას ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდება“, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება დივერსიის შესაძლობას, ქვეყნის პირველი პირის თქმით, კითხვებზე პასუხი ხანძრის საბოლოო ჩაქრობის შემდეგ უნდა გაეცეს.
„გუშინაც ვთქვი, როდესაც არის პრობლემა, ყველა ვერთიანდებით პრობლემის გარშემო. როდესაც ყველა ერთად გადავწყვეტთ პრობლემას, შემდეგ ვიწყებთ კითხვის ნიშნების დასმასა და მათზე პასუხს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში ცეცხლი 20 აგვისტოს გაჩნდა. ამ ეტაპისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
26 იანვარი, 2021 , 17:48

ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
26 იანვარი, 2021 , 17:26

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
26 იანვარი, 2021 , 17:18

“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
26 იანვარი, 2021 , 16:58

თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
26 იანვარი, 2021 , 16:48

განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს - მიხეილ ჩხენკელი
26 იანვარი, 2021 , 16:43