უკან

პოლიტიკა

24 მარტი, 2017 16:50
font-size

როდესაც მე რაღაცა უფლებას ჩამომართმევ, უნდა ამიხსნა რითი იქნება ჩემი ცხოვრება უკეთესი - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე საქართველოს მოსახლეობა აკეთებს არჩევანს როგორ სურს ცხოვრება და გააჩნია ასევე, ამ არჩევანის განხორციელების ძალა.

კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედაზე გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, საზოგადოება პრეზიდენტის არჩევის უფლებით აღჭურვილია ფაქტობრივად საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან და საზოგადოებას ეს უფლება უნდა შეუნარჩუნდეს.

"ეს უფლება უნდა შევუნარჩუნოთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს არის ჩვენი, როგორც ამომრჩევლების უფლება და მეორე, როდესაც მე რაღაცა უფლებას ჩამომართმევ, რომელიც დღეს მაქვს, უნდა ამიხსნა რითი იქნება ჩემი ცხოვრება უკეთესი.

ძალიან ბევრი განცხადებები მომისმენია, რომ ხალხს ნუ დავღლით არჩევნებზე წასვლითო.. არ გვინდაო.. ისხდნენ სახლში წყნარად ტელევიზორებთანო... არ გვინდა ეს ყველაფერი.. ნუ ვაწვალებთ არჩევნებზე წასვლითო... ახლა ეს არგუმენტები კომიკურია, ჩემი აზრით.

ამ მოქალაქეობრივ უფლებას რომ მართმევ, უნდა მითხრა რატომ მართმევ'', - აღნიშნა პრეზიდენტმა სტუდენტის შეკითხვაზე პასუხად.

მისი განცხადებით, როგორც მაღალი პოლიტიკური მანდატით აღჭურვილი პოლიტიკური ფიგურა, პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა ამ მაღალი პოლიტიკური მანდატიდან გამომდინარე, ითამაშოს დამაბალანსებელის როლი ხელისუფლების სხვა შტოებთან მიმართებაში.

"მაღალი პოლიტიკური მანდატი პრეზიდენტს აძლევს დამაბალანსებელ ფუნქციას, უფლებას განაცხადოს ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი აზრი, ჰქონდეს მაღალი წონა.

თუ პრეზიდენტს სამასი თუ ოთხასი კაცი აირჩევს, ესეთი მაღალი წონა არ ექნება ამ პრეზიდენტის პოზიციას და ფაქტიურად, პრეზიდენტი გაქრება ძალთა ბალანსიდან საერთოდ'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თანამედროვე სახლემწიფო სისტემაში ხელისუფლების ყველა ნაწილი - აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო იყოს დაბალანსებული ერთმანეთთან მიმართებაში.

"თუ ჩვენ ამ სისტემიდან გავაქრობთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ჩვენ ბევრი საკითხი ბალანსიდან ამოგვივარდება და ეს არის რეალური პრობლემა.

ხალხს და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ თუნდაც პრეზიდენტის მეშვეობით, პირდაპირი პოლიტიკური პოზიცია დაუფიქსიროს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ხდება ამა თუ იმ შტოს მიერ ძალაუფლების მეტი კონცენტრაცია.

თქვენ, ყველას გაქვთ უფლება და ვალდებულებაც, რომ თქვენი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროთ, აუცილებლად არჩევნებზე წახვიდეთ და თქვენი აზრი გამოთქვათ და როდესაც კონსტიტუციონალისტები ამ უფლებას გვართმევენ, ერთი სიტყვით მაინც უნდა გვითხრან რითი გახდება ჩვენი ცხოვრება უკეთესი, გარდა იმისა, რომ იმ არჩევნებზე დავჯდებით სახლში ტელევიზორთან და არ დავიღლებით საარჩევნო უბანზე მისვლით.

მიმაჩნია, რომ უფრო მეტი არჩევითი თანამდებობებია საჭირო, არამარტო პრეზიდენტის. რაც უფრო მეტი არჩევითობაა, მით უფრო ახლოს არის ხელისუფლება ხალხთან. მით უფრო ვალდებულად თვლის თავის თავს, რომ ანგარიში გაუწიოს საზოგადოებას'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, რადგან არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა - მამუკა მდინარაძე

16 აპრილი, 2024 , 19:08

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხ

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები პირველი მცდელობით ვერ აირჩია

16 აპრილი, 2024 , 16:19

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობი

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - სალომე ზურაბიშვილი

16 აპრილი, 2024 , 08:06

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი