უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 აგვისტო, 2018 17:29
font-size

როდესაც ნინო გვენეტაძე გადადგა, ერთი მადლობაც კი არ გადაუხდია პრეზიდენტს მისთვის - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩატარებულ კონსულტაციებს სპექტაკლი უწოდა და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე ვერ დაასახელებს ახალ კანდიდატურას, ასეთ შემთხვევაში, ამოქმედდება ძირითადი კანონი და კონსტიტუციით განსაზღვრული წესები.

„ვერ ვხედავ ნეგატივს იმაში, რომ პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე დაასახელოს კანდიდატურა, თუკი არ გაურბის პასუხისმგებლობას. იურიდიულ წრეებში ბევრი ღირსეულია და პოვნა არ გაუჭირდება, მთავარია, მოისურვოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საკითხი დგება მას შემდეგ, როცა პრეზიდენტი პარლამენტს კანდიდატურას წარადგენს.

„ვიდრე პრეზიდენტი თავის პრეროგატივასა და ვალდებულებას არ ახორციელებს, ძნელია, ისაუბრო მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე და გეგონოს, რომ არის მმართველი გუნდის ბრალი. შევყურებთ პრეზიდენტს, დაასახელოს მართლმსაჯულების ხელმძღვანელის კანდიდატურა, თუმცა ვფიქრობ, რომ მას კონსულტაციები ჩაუვარდა“, – თქვა წულუკიანმა.

გარდა ამისა, წულუკიანმა ნინო გვენეტაძის დასახელების ფაქტიც გაიხსენა.

„პრეზიდენტმა გაიარა კონსულტაციები და ნინო გვენეტაძე წარადგინა. როდესაც ნინო გვენეტაძე გადადგა, ერთი მადლობაც კი არ გადაუხადა მის მიერვე წარდგენილ ადამიანს. როგორც ჩანს, ამ ადამიანის მთავარი სამუშაო იარაღი კონსულტაციებია“, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს.

2 აგვისტოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე 10 წლის ვადით ირჩევენ.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი