უკან

პოლიტიკა

12 სექტემბერი, 2019 16:25
font-size

როდესაც თქვენ ამ ოჯახის წევრი ხართ, ჩვენ აღარ მოგშორდებით - მედლინ მუნი

ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ ვუსმენთ, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება აქ. ჩვენ დავბრუნდებით ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ოქტომბერში და ჩვენს ქვეყნებს მოვახსენებთ იმ პროგრესის შესახებ, რაც უკვე არსებობს და რაც უნდა გადაიდგას, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვერ გამოვხატავ სიტყვებით, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეს თანამშრომლობა, ეს მხარდაჭერა საქართველოსადმი, მისი გზისადმი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მსურდა, აქ უფრო ადრეც ვყოფილიყავი, მაგრამ სირთულეები იყო თვითონ დიდ ბრიტანეთში, რომელმაც შემაჩერა, მაგრამ როგორც მე ჩვენი შეხვედრის დროს აღვნიშნე, ეს დაყოვნება სარგებლიანიც აღმოჩნდა, რადგან ჩამოვიყვანე მაღალი რანგის კოლეგები თურქეთიდან, პორტუგალიიდან, ლატვიიდან. ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ ვუსმენთ, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება აქ. ჩვენ დავბრუნდებით ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ოქტომბერში და ჩვენს ქვეყნებს მოვახსენებთ იმ პროგრესის შესახებ, რაც უკვე არსებობს და რაც უნდა გადაიდგას, რადგან გზა დემოკრატიისაკენ არის გზა მუდმივად განვითარებადი, რადგან ვერასოდეს საბოლოოდ ვერ აღწევ დემოკრატიას. დემოკრატია ყოველთვის მიმდინარე პროცესია“, – განაცხადა მედლინ მუნმა.

მისი თქმით, დემოკრატიის პროცესში ყოველთვის არსებობს გამოწვევები.

„ეს არის რთული მაშინაც, როდესაც დიდი ხანია, ჩართული ხართ ამ პროცესში და განსაკუთრებით რთულია, როდესაც ახალი ხართ. მე მესმის იმედგაცრუებებიც, ხანდახან შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ცვლილებები ნელი ტემპით მიმდინარეობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ტემპი არსებობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ცვლილებები ხდება აქ. მინდა, გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები, ჩვენი თანამშრომლობა, ეს ურთიერთობები, რადგან როდესაც თქვენ ამ ოჯახის წევრი ხართ, ჩვენ აღარ მოგშორდებით. თქვენ კვლავ ამ ოჯახის წევრი ხართ და ჩვენ ვითხოვთ პასუხს იმ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არამხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის. ვიცი, რომ საქართველო მონდომებულია, იყოს ამ ოჯახის მყარი და სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ვუყურებთ ამ შეხვედრების პროგრამას და მსურს გითხრათ, რომ ეს არის არაჩვეულებრივად კარგი პროგრამა. ყველა შესაძლებლობა გახსნილია ჩვენთვის, რისი ნახვაც გვინდა, შესაძლებლობა გვეძლევა, ვნახოთ ყველაფერი. ეს არის უპირველესი მაგალითი ქვეყნისა, რომელიც მონდომებულია, რომელიც მზად არის, დემონსტრირება მოახდინოს თავისი ღიაობის, თავისი სურვილის, იყოს გამჭვირვალე. მადლობა ბატონო თავმჯდომარევ ამ პროგრამისთვის, რადგან სანამ დავიწყებდით ამ პროგრამას, ეს უკვე თვალნათელი გზავნილია თქვენი ღიაობის“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმ

საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ისრაელში მიემგზავრება

20 იანვარი, 2020 , 10:50

საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზი

როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი მზარდი შეშფოთების გამო - მარკუეინ მალინი

20 იანვარი, 2020 , 10:50

საქართველომ ბოლო წლებში გადაუხვია დემოკრატიული ღირებულებებიდან, რაც ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობას აზარალებს. ყოველივე ეს შესაძლოა ქვეყნისთვის სანქციების დაწესებით დასრულდეს. აღნიშნული შინაარსის ღია წერილით ამერ

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია

18 იანვარი, 2020 , 15:35

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. პრემიერ გახარიას თავად ივანიშვილი შეცვლის და მასთან ერთად, მეორედ დაბრუ

ქართველებს სურთ ბიზნესსაქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა - კელი დეგნანი

18 იანვარი, 2020 , 12:00

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმ

გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

18 იანვარი, 2020 , 11:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტ

მე მართლა გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში - მამუკა ხაზარაძე

17 იანვარი, 2020 , 15:25

გული მწყდება, როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქალა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`