უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ოქტომბერი, 2016 15:20
font-size

როდესაც ვარშალომიძე ზარზეიმით სარფიდან ბათუმში შევიდა, გასაგები იყო, რომ ნაცმოძრაობის „ოცნებასთან“ ალიანსი ჰქონდა - ავთანდილ დავითაძე

„ეროვნული ფორუმის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის ავთანდილ დავითაძეს განცხადებით, როდესაც ლევან ვარშალომიძე სარფიდან ბათუმში შევიდა, გასაგები იყო, რომ ნაციონალური მოძრაობის „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსი ჰქონდა.

ამის შესახებ დავითაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაჟორიტარობის კანდიდატი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, და აღნიშნავას, რომ მხოლოდ ბათუმის 69-ე საარჩევნო უბანზე 400 ხმა არის გაბათილებული.

„მარტო ერთ საარჩევნო უბანზე, გაბათილებულია 100 ხმა პროპორციულში, 100 ხმა მაჟორიტარულში, 100 ხმა აჭარის უმაღლეს საჭოს პროპორციულში და ასევე ჭარის მაჟორიტარულში კიდევ 100 ხმა. რა არჩევნებზე და შედეგებზე უნდა ვისაუბროთ? ეს ხდება ბათუმის 69-ე ოლქში, სადაც 400 ხმა არის გაბათილებული, მარტო ერთ უბანში“,-აღნიშნა დავითაძემ.

მისი თქმით, აღარ არის 2012 წელი როდესაც ყველას ერთი მიზანი ამოძრავებდა, დამნაშავე ხელისუფლება შეცვლილიყო.

„დღეს მმართველი პარტია არანაკლები დამნაშავეა. მე ვთქვი და ვიმეორებ, როდესაც ადამიანებს აშინებ, როდესაც მოისყიდი, როდესაც დაემუქრები სამსახურიდან გათავისუფლებაზე, სოციალური დახმარების მოხსნით და ასე მოიგებ არჩევნებს ეს არანაკლები დანაშულია. დიახ, ეს არ არის გამოგონილი, „ეროვნულ ფორუმის“ ამომრჩევლებს თუ მხარდამჭერებს აქვს ასეთი ფაქტები და თუ ვინმეს აინტერესებს აუცილებლად მოხდება ამ ფაქტების გასაჯაროვება. ეს ფაქტები იხილავს დღის სინათლეს.

როდესაც, ლევან ვარშალომიძე სარფიდან ზარზეიმით შემოვიდა ბათუმში, მერე მისი უზარმაზარი ბანერი წარწერით, „ლევან ვარშალომიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ“ გაიკრა ქალაქის შემოსასვლელთან, უკვე ცხადი იყო რომ ნაცმოძრაობა „ოცნებასთან“ შეთახმებით იმუშავებდა“, - განაცხადა ეროვნული ფორუმის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

მონიკა დავლიანიძე

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

16 იანვარი, 2019 , 19:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდა. პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომ

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გახარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

16 იანვარი, 2019 , 17:27

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიცე-პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა და მინისტრმა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრ

როგორც მოსამართლე, მე პასუხის ღირსად არ ვთვლი ბესელიას და მისნაირ პოლიტიკოსებს - სერგო მეთოფიშვილი

16 იანვარი, 2019 , 15:41

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და კოლეგიის თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშრებით მიმდინარე მოვლენებს, სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.  „როგორ

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

16 იანვარი, 2019 , 14:33

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

16 იანვარი, 2019 , 12:52

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სამინისტროს დელეგაცია ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სამინისტროს დელეგაციას ყატარის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა - შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბი

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

16 იანვარი, 2019 , 10:18

ბოლნისში გუშინ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა. მთავრობის მეთაურებმ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`