უკან

საზოგადოება

3 თებერვალი, 2017 17:04
font-size

როგორ აღმოჩნდა მამუკა ახვლედიანის ხელში 6 მილიონ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება? – მომგებიანი ბიზნესი და ოფშორული კომპანიები

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავჯდომარე მამუკა ახვლედიანის ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით Primetime სტატიას აქვეყნებს.

მედიანიუსი მას უცვლელად გთავაზობთ.

„საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავჯდომარე მამუკა ახვლედიანი შესაძლოა დიდ ფინანსურ სკანდალში გაეხვეს. „უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე“ ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემიდან წასვლის შემდეგ მამუკა ახვლედიანმა მილიონებად შეფასებული ქონება იყიდა.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია. ამ მიზნით ჩვენ მამუკა ახვლედიანის მიერ შევსებულ ბოლო სამი წლის დეკლარაციას გადავავლეთ თვალი, თუმცა მილიონები ვერსად ვიპოვეთ. მაგალითად, ბოლოს, 2016 წლის 14 ივნისით დათარიღებულ ქონებრივ დეკლარაციაში საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის სახელზე უძრავი ქონება საერთოდ არ ფიქსირდება, მისი მეუღლის – ქეთევან აბესაძის სახელზეა რეგისტრირებული ორი ბინა თბილისში, იყალთოს ქუჩაზე (96 და 119 კვ.მ ფართობი) და 2013 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომობილი NISSAN JUKE. საბანკო ანგარიშები კი ასე გამოიყურება: მამუკა ახვლედიანი – 17 ათასი ლარი და 40 ათასი აშშ დოლარი, სესხი (ამერიკან ექსპრესი) 3500 აშშ დოლარი. ქეთევან აბესაძე – 1540 ლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში ოჯახს ნაღდი ფულადი თანხა არ აღმოაჩნდა. წლიური შემოსავალი: მამუკა ახვლედიანი – 97 588 ლარი, ქეთევან აბესაძე – 27 405 ლარი, ნინი ახვლედიანი (შვილი) – 15 725 ლარი. გასავალი – 10 ათასი ლარი, შვილების სწავლის საფასურის სახით.

მოკლედ, ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგშია. ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ მამუკა ახვლედიანის დეკლარაცია მართლაც კეთილსინდისიერი მოხელის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემები საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს.

საქმე ის გახლავთ, რომ რეესტრის მონაცემებით, მამუკა ახვლედიანის ოჯახის სახელზე მილიონებათ შეფასებული უძრავი ქონება ირიცხება. საუბარია თბილისში პოლიტკოვსკაიას #3-ში მდებარე 3079 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობაზე. იქ განთავსებულია თბილისში ცნობილი სკოლა „ოლიმპი“. ქონება შპს „ოლიმპი თბილისი+“-ის საკუთრებაა. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ კომპანიის 66%-იანი წილი 2016 წლის 29 ნოემბერს მამუკა ახვლედიანმა შეიძინა, რაშიც ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, 800 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. რამდენიმე დღეში კი, კერძოდ 2 დეკემბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 50 პროცენტიანი წილი მეუღლეს – ქეთევან აბესაძეს, 16 პროცენტიანი წილი კი ქალიშვილს – ნინი ახვლედიანს გადაუფორმა. დანარჩენი 34 პროცენტიანი წილის მესაკუთრეთ, საჯარო რეესტრის ამონაწერში, მამუკა ახვლედიანის სიძე, ნინი ახვლედიანის ქმარი – მანუჩარ გუგეშაშვილია მითითებული. ეს უკანასკნელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მამუკა გუგეშაშვილის ვაჟია.

გავყვეთ კვლავ რეესტრის მონაცემებს: მას შემდეგ, რაც მამუკა ახვლედიანმა შეიძინა და საკუთარი ოჯახის წევრებზე გადაანაწილა შპს „ოლიმპი თბილისი“-ის წილები, კომპანიის ქონება „პროკრედიტ ბანკში“ დაგირავდა. ნიშანდობლივია, რომ აქციების შესყიდვა მოხდა 29 ნოემბერს, საბანკო დაწესებულებიდან სესხის აღება კი მოგვიანებით, თითქმის წლის ბოლოს, აქედან გამომდინარე, ჩვენ მამუკა ახვლედიანს ვკითხეთ, თუ როგორ შეძლო 800 ათასი დოლარის მიბილიზება, რაც დაახლოებით მოსამართლის 40 წლის ხელფასს უდრის. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ირწმუნება, რომ აღნიშნული ქონება საბანკო კრედიტით შეიძინა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საჯარო რეესტრში წილების გაფორმების მომენტში ქონება ბანკის იპოთეკით დატვირთული არ ყოფილა.

გარდა ამისა, უძრავი ქონების სპეციალისტებში ეჭვს იწვევს გარიგების ფასიც. ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას 3079 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული გარემონტებული, ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობის 66%-იანი წილიც კი მრავალჯერ აღემატება მამუკა ახვლედიანის მიერ გადახდილ თანხას და მისი სავარაუდო ღირებულება დააახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ახლა კი ვნახოთ, თუ რით ასაბუთებს თავად მამუკა ახვლედიანი მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული მილიონებად შეფასებული ქონების წარმომავლობას.

-ბატონო მამუკა, გაჩნდა კითხვა თუ, როგორ გახდა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მილიონერიკომპანიაოლიმპი თბილისი+“ ხომ ნამდვილად თქვენი საკუთრებაა?

-კი ბატონო, გიდასტურებთ, ოღონდ ეს ქონება მთლიანად კრედიტით არის შეძენილი.

-კრედიტი, როდის აიღეთ?

-ზუსტად მაგ პერიოდში. დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი სწორად არის გაკეთებული. მჟავანაძე ვინც არის ძალიან კარგად ვიცი. როგორც ჩანს, ამ საკითხით სუსი დაინტერესდა.

-საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარისაინტერესოა ბანკმა გირავნობის გარეშე როგორ მოგცათ ამხელა სესხი?

-თვითონ სკოლას ჩემამდე ჰქონდა კრედიტი 2,6 წლიანი, ეს ვადა გაიზარდა 10 წლამდე და შეიცვალა კრედიტის ოდენობა. რეალურად, როგორც ასეთი ფული არც ამიღია. ჩემი ავტორიტეტიდან გამომდინარე, იმის გამო რომ „პროკრედიტი“ არის გერმანული ბანკი და არა პროსახელსუფლებო, ჩემი პირადი ურთერთობიდან გამომდინარე გამიწიეს შეღავათი და კრედიტის ვადაც და თანხის ოდენობაც გამიზარდეს.

2,6 წლიანი კრედიტი, რომელზეც მამუკა ახვლედიანი საუბრობს კომპანიას ნამდვილად ჰქონდა აღებული, თუმცა ამავე მონაცემებით, ახვლედიანის მიერ წილების შეძენიდან რამდენიმე დღეში გირავნობის ვალდებულება მოიხსნა და სავარაუდოდ, კერძო იპოთეკარს დაახლოებით 1 მილიონ 600 ათასი დოლარი სრულად აუნაზღაურდა.

„ოლიმპი თბილისი“ არ არის ერთადერთი, სადაც საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ინტერესები იკვეთება. გარდა ამ მსხვილი შენაძენისა მისი სახელი ფიგურირებს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიაშიც.

„პრაიმტაიმი“ ამ თემაზე უფრო ვრცლად ორშაბათს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ მოგიყვებით და იქვე გაგაცნობთ, აღნიშნულ საკითხზე მამუკა ახვლედიანის პოზიციასაც.

სალომე ჩადუნელი

საკვანძო სიტყვები:

NDI საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

21 სექტემბერი, 2020 , 17:40

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი დისტანციური დაკვირვების დაწყების შესახებ განაცხადა. აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი გახდა

21 სექტემბერი, 2020 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2295 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2140 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

თამარი იყო შეხებაში ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციებთან - დავით ფურცხვანიძე

21 სექტემბერი, 2020 , 16:25

რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება პასუხის პასუხი, სადაც დადასტურებული იქნება, რომ ეს არ არის ექპერტიზის კვალიფიციური პასუხი და ასევე, ჩვენ ძალიან მალე დამატებით სხვა თანამგზავრებიდან გვექნება იმ ადგილის კადრების დუბლირება -

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონი შეუზღუდავი კონტროლის საფრთხეს შეიცავს - „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“

21 სექტემბერი, 2020 , 16:25

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და მიაჩნია, რომ კანონპროექტით უკონტროლოდ იზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 სექტემბერი, 2020 , 15:30

ბოლო 24 საათში გამოვლინდა და Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს. მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა: 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტ

პარტია „რეფორმერი` სესხების გადავადებას ითხოვს

21 სექტემბერი, 2020 , 15:30

პარტია "რეფორმერი" ინიციატივით გამოდის და მთავრობას სესხების საშეღავათო პერიოდის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. როგორც :რეფორმერში" აცხადებენ, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, სტრესული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.