უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

31 მარტი, 2018 11:25
font-size

როგორ აზროვნებთ? რომელი ორგანოთი აზროვნებთ? - ირმა ინაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

შვეიცარიის საელჩოში არსებობს რუსეთის სექტორი და ამ სექტორში ზის ერთი ვასია, რიგითი თანამშრომელი და ამ რიგით თანამშრომელს ვუშვებთ ქვეყნიდან. სამაგიეროდ, ვუცხადებთ სოლიდარობას დიდი ბრიტანეთის და რუსეთის ორმაგ ჯაშუშს, ვინმე სკრიპალს, რომელიც არავითარი სასიკეთო ფიგურა საქართველოსთვის არ არის, - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია ,,იბერიას“ გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე.“

მისი შეფასებით, იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთი საკუთარ სამხედრო შენაერთებს აძლიერებს, ქართული მხარემ ყოვლად ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო.

"უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს დგას ახალი ომის საფრთხის წინაშე და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ ვავრცელებთ ბოკერიას რეზოლუციებს. ამ რეზოლუციას მოყვა ეს პასუხები რუსეთის მხრიდან, რომ ის გააგრძელებს სამხედრო შენაერთების გაძლიერებას საქართველოს მახლობლად, რომ შეიყვანს 20 ათას სამხედროს, გააძლიერებს ტექნიკას. იყო ინფორმაცია, რომ იქ აშენდება ახალი სამხედრო ქალაქები. რუსეთი არ მალავს იმას, რომ მისთვის არის სერიოზული საფრთხე ნატოს საკითხი და ის ელოდება და არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოს მხრიდან მოხდება მასზე თავდასხმა. შესაბამისად, გვეუბნება და არ მალავს, რომ ის იძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას. ამ ვითარებაში ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ ყოვლად ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას ვიღებთ. როდესაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს რუსეთთან , დიპლომატები აქ არ მუშაობენ, შვეიცარიის საელჩოში არსებობს რუსეთის სექტორი და ამ სექტორში ზის ერთი ვასია, რიგითი თანამშრომელი და ამ რიგით თანამშრომელს ვუშვებთ ქვეყნიდან. სამაგიეროდ, ვუცხადებთ სოლიდარობას დიდი ბრიტანეთის და რუსეთის ორმაგ ჯაშუშს, ვინმე სკრიპალს, რომელიც არავითარი სასიკეთო ფიგურა საქართველოსთვის არ არის.

საქართველო ტატუნაშვილის მკვლელობის გამო კი არ უცხადებს პროტესტს დიპლომატებს და რუსეთის სექტორის თანამშრომლებს, ამას კიდევ გავიგებდით ჩვენ, რომ ტატუნაშვილის და საქართველოს მოქალაქეების გატაცების გამო რომ ეთქვა ქართულ მხარეს, აი, დატოვოს საქართველო რუსეთის სექტორის თანამშრომლმაო. სკრიპალს უცხადებენ, გესმით, სოლიდარობას და დიდ ბრიტანეთს უცხადებენ სოლიდარობას.

ვის ეტენებით, სად ეტენებით?! მე მივმართავ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს: სად არის თქვენი აზროვნება? როგორ აზროვნებთ? რომელი ორგანოთი აზროვნებთ? ვის სასარგებლოდ აზროვნებთ? და როდესმე უნდა დამთავრდეს საქართველოში ბოკერიას დირექტივებით ცხოვრება და საქმიანობა? ბოკერიას დღის წესრიგით მუშაობს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მუშაობს საქართველოს პარლამენტი", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ვისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი და ის სისასტიკე ენატრება, ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით - ეკა ბესელია

21 თებერვალი, 2020 , 13:05

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, ვისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი ენატრება, ვერ შეთანხმდება. „ვისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი და ის სისასტიკე ენატრება, ვერასოდეს ვ

მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები - მიხეილ სააკაშვილი

21 თებერვალი, 2020 , 11:25

არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ყველამ დავუშვით შეცდომები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეო

მიხეილ სააკაშვილს შევხვდები, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია- ვანო მერაბიშვილი

21 თებერვალი, 2020 , 11:25

მიხეილ სააკაშვილს შევხვდები, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ ეთერში განაცხადა. მერაბიშვილის განმარტებით, ის მეგობრებთან

„ორი გვამის“ ამბავი კონტექსტიდან ამოგდებული ფრაზაა - ვანო მერაბიშვილი

21 თებერვალი, 2020 , 11:11

„ორი გვამის“ ამბავი კონტექსტიდან ამოგდებული ფრაზაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით

“ფინანსთა მინისტრი გვირჩევს, შევეგუოთ კონტრაბანდას”

20 თებერვალი, 2020 , 17:45

ფინანსთა მინისტრი გვირჩევს, შევეგუოთ კონტრაბანდას - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა. ,,დღეს ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას

წინა მთავრობის დროს გვამები გამოდიოდა ციხიდან და ახლა მერაბიშვილი კოსტუმში გამოწყობილი გამოვიდა - დიმიტრი ხუნდაძე

20 თებერვალი, 2020 , 15:50

წინა მთავრობის დროს ციხიდან გვამები გამოჰქონდათ. დღეს სხვაობა ნამდვილად შესამჩნევია, რადგან ვანო მერაბიშვილი კოსტუმში გამოწყობილი გამოვიდა მატროსოვის ციხიდან, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დიმიტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`