უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 აპრილი, 2017 14:10
font-size

როგორ დახვედრას მოვუწყობთ დავით ნარმანიას საკრებულოში, ამასაც ვნახავთ - ლაშა ჩხარტიშვილი

თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები გარევაჭრობის წინააღმდეგ მერიის მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს აპროტესტებენ და დასაქმებას მოითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილემ, ,,დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, მათი მოთხოვნაა გარევაჭრობის დაკანონება და მისთვის ცივილური ფორმების მინიჭება.

,,მთელს მსოფლიოში გარევაჭრობა არსებობს და ცივილიზებულ ქვეყნებში მას აქვს ცივილიზებული ფორმა, ველურ ქვეყნებში კი - ველური ფორმა.

ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადა გარევაჭრობა ტოტალურად აკრძალულია.

ჩვენი მოთხოვნაა, გარევაჭრობის მარეგულირებელი წესები, მათ შორის ჩემ მიერ მომზადებული კანონპროექტი იქნეს დაუყოვნებლივ მიღებული. შენიშვნები თუ აქვთ, ვისმჯელოთ და განვიხილოთ. ცივილიზებული ფორმით გაგრძელდეს ეს საქმიანობა’’, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, გარემოვაჭრეთა აქციები გაგრძელდება.

,,მომდევნო აქცია გაიმართება პარასკევს, პარლამენტთან, ხოლო შემდეგ, დავით ნარმანიას სტუმრობის დროს საკრებულოში. როგორ დახვედრას მოვუწყობთ, თუ მანამდე არ მოვიდა გონს, ამასაც ვნახავთ’’, - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ცნობისათვის, დედაქალაქის მთავრობის მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს და ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ცენტრალურ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით რაიონულ გამგეობებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს.

,,გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება. თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს თბილისის მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ’’, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

ნინო ექვთიმიშვილი

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

21 იანვარი, 2020 , 16:25

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ც

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

21 იანვარი, 2020 , 15:35

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის და სასოფლო

რუსთავში მამა-შვილის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამაცხელებელი გახდა

21 იანვარი, 2020 , 15:15

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით მამა-შვილი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლის გამაცხელებლიდან საცხოვრებელ სახლში CO-ს გაჟონვა გახდა. გარდაცვლილი მამა-შვილი დილით სახლ

2019 წელს ციხეებში 16 პატიმარი გარდაიცვალა - თეა წულუკიანი

21 იანვარი, 2020 , 13:50

"2019 წელს საქართველოს საპატიმროებში 16 პატიმარი გარდაიცვალა",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მინისტრმა მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მოანცემებზე და ციხეებ

ციხეებში არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება, რამაც პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესაძლოა საფრთხის ქვეშ - ნინო ლომჯარია

21 იანვარი, 2020 , 13:50

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გაირკვა, რომ საქართველოს ციხეებში არაფორმალური მმართველობის შემთხვევები აქტიურად ფიქსირდება. "ან

თბილისს კიდევ 40 ახალი ავტობუსი შეემატა

21 იანვარი, 2020 , 13:20

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი წარუდგინა. 8-მეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით 8 მარშრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`