უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

26 აპრილი, 2019 13:13
font-size

როგორ გაახარა ნინი გოგიჩაიშვილმა პატარა ონკო-პაციენტები?

სილამაზის ფესტივალის “მის საქართველოს“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ქველმოქმედებაა, რომელიც პროექტის “სილამაზე სიკეთისათვის” ფარგლებში ხორციელდება. ყოველწლიურად “მის საქართველოს“ გამარჯვებულებულები მათ მიერ ორგანიზებულ განსხვავებული მიმართულების საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში “მის საქართველო” ნინი გოგიჩაიშვილი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-პაციენტებს ეწვია და პატარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა.

ნინი გოგიჩაიშვილის თქმით, ეს დღე მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და ამ სიცოცხლით სავსე ბავშვების გაცნობა მისთვის დიდი პატივია:

“დედამიწას მართლაც, რომ სიკეთე ატრიალებს!

დღეს, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა, რადგან შესაძლებლობა მომეცა მომენახულებინა იაშვილის კლინიკის ონკო-პაციენტები. სიცოცხლით სავსე, ოდნავ დაღლილი, მაგრამ მოციმციმე თვალებით მათ საოცარი დღე გვაჩუქეს! დიდი პატივი იყო ჩემთვის თითოეული მათგანის გაცნობა! დიდი ხანი ვემზადებოდი ამ ბავშვებთან შესახვედრად და დიდი მადლობა "დიტო ცინცაძის ფონდს", ქალბატონ რუსუდან ცხომელიძეს, ვინც დამაკავშირა იაშვილის კლინიკასთან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ კომპანიას, რომელიც ჩაერთო ჩემს პირველ საქველმოქმედო აქციაში "სილამაზე სიკეთისათვის", მის საქართველოს რანგში და გახდა სიკეთის თანამონაწილე. ჩემთვის, ასევე, დიდი პატივია, იაშვილის კლინიკის ფსიქოლოგის პირადად გაცნობა, რომელიც ყველა პატარას უკლებლივ უყვარს! თითოეულ მებრძოლ ბავშვს კი მთელი გულით ვუსურვებ გამოჯანმრთელებას! ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებულები იქნებიან და ყველაფერი კარგად იქნება.

დაბოლოს, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც ამ დღეს ჩემთან ერთად იყვნენ“, - აღნიშნა ნინი გოგიჩაიშვილმა.

ნინი გოგიჩაიშვილის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ნატურალური წვენების კომპანია ჩერო - Chero, საკონდიტრო Assorti , ბავშვთა გასართობი ცენტრი Neverland და კომპანია skylantern.ge

NS

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი