უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 მარტი, 2021 10:41
font-size

როგორ გადავიხადოთ კომუნალურები მარტივად

კომუნალური გადასახადები ჩვენი ყოველთვიური ფინანსური ვალდებულებების ნაწილია. შესაძლოა არ გვქონდეს სესხი, არ ვიხდიდეთ სალომბარდე გადასახადს ან სხვა სახის დავალიანებას, მაგრამ კომუნალური გადასახადები ის გამონაკლისია, რომელიც ყველას გვეხება. ამ ტერმინში გაერთიანებულ სერვისებს ყველა ოჯახი მოიხმარს და მათი გადახდაც ყოველი თვის ბოლოს ყველას უწევს. ბუნებრივი აირი, დასუფთავება, ელ.ენერგია და წყალი - ის სერვისებია, რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება.

კომუნალური გადასახადების გარდა, ყოველთვიურად სატელეკომუნიკაციო ხარჯებსაც ვფარავთ - ტელეფონის, ტელევიზიის და ინტერნეტის გადასახადების სახით. ჩამონათვალი მართლაც დიდია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა გადავიხადოთ. თიბისი ფეის სისტემა ამ ყველაფრის ერთ სივრცეში, ერთიანად გადახდას გთავაზობთ, თანაც თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატით - მობილური აპლიკაციის, ვებგვერდის ანდაც სწრაფი გადახდის აპარატების გამოყენებით.

თიბისი ფეის უპირატესობები

თიბისი ფეი ყველაზე მარტივი, მოსახერხებელი და კომფორტული გზაა გადასახადების გადასახდელად. უპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ სისტემა ერთი და იგივეა ყველა პლატფორმაზე. აქ არ გაგიჭირდებათ ნავიგაცია და სასურველი სერვისის მოძებნა. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ერთ სივრცეშია თავმოყრილი. გარდა ამისა, ყველა ტრანზაქცია მომენტალურად სრულდება. ეს კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როცა საქმე კომუნალურ გადასახადებს ეხება. თუ ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, მაშინ ნამდვილად ღირს დავალიანების თიბისის ფეის საშუალებით დაფარვა.

ოპერაციები სრულდება კვირის ნებისმიერ დღეს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. საბანკო გადარიცხვებისგან განსხვავებით, აქ არ არებობს შეყოვნება დასვენების დღეების გამო.

თიბისი ფეის სისტემაში წარმოდგენილია 1000-ზე მეტი კომპანიის 1000-ზე მეტი სერვისი. შექმნილი კატეგორიები მათ მოძებნას გაგიადვილებთ. მაგალითად, კომუნალური გადასახადების კატეგორიაში 55 კომპანიაა გაერთიანებული და ისინი 4 ქვეკატეგორიად იყოფიან - ელ.ენერგია, წყალი, დასუფთავება და ბუნებრივი აირი. თიბისი ფეის დახმარებით შეძლებთ დაფაროთ როგორც თბილისის, ასევე რეგიონალური კომპანიების დავალიანება. გარდა ამისა, აქვე ნახავთ დეველოპერული კომპანიების მიერ შექმნილ ახალ საცხოვრებელ უბნებსაც, მაგალითად სახლი კიკვიძის ბაღთან, ლისი დეველოპმენტი და სხვ. თუ ამ კომპლექსების მაცხოვრებელი ხართ, მათ დავალიანებას, მარტივად, რამდენიმე წუთში დაფარავთ.

მსგავსად არის წარმოდგენილი სატელეკომინიკაციო სერვისების პროვაიდერი კომპანიებიც. ამ განყოფილებაში 83 სერვის-პროვაიდერს შეხვდებით, მათ შორის საკაბელო ტელევიზიებს, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში მაუწყებლობენ.

თიბისი ფეის გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს. აქ თქვენთვის საჭირო უამრავ ფუნქციას აღმოაჩენთ, რომელიც კომუნალურების გადახდას ბევრად გაგიმარტივებთ:

-შეგიძლიათ შექმნათ ხშირად გამოყენებული სერვისების შაბლონები და ამით თავიდან აირიდოთ ყოველ ჯერზე სააბონენტო ნომრების თუ სხვა ინფორმაციის ხელახალი შეყვანა;

-შეძლებთ დაამახსოვორთ და ამობეჭდოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

-პირად კაბინეტში ყოველთვის ხელმისაწვდომია გადახდების ისტორია, რითაც აკონტროლებთ დანახარჯებს;

-მიიღებთ შეტყობინებას დავალიანების არსებობის შესახებ თქვენს მობილურ ტელეფონზე და არ დაგავიწყდებათ მნიშვნელოვანი გადახდები;

-სერვისების გადახდას შეძლებთ ნებისმიერი საბანკო ბარათის გამოყენებით. თუ არ გაქვთ ბარათი, შეგიძლიათ პირადი ბალანსი სწრაფი გადახდის აპარატებიდან შეავსოთ და ისარგებლოთ კონკრეტული უპირატესობით - ბალანსით გადახდისას თქვენ ზოგავთ ბარათის საკომისიოს.

თიბისი ფეის ერთი სივრცე ყველა გადასახადის გადახდას ამარტივებს. ისარგებლეთ დისტანციური არხებით - ვებგვერდითა და მობილური აპლიკაციით. სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე წუთში დაფარავთ ყველა სახის დავალიანებას. ანდაც გამოიყენეთ სწრაფი გადახდების აპარატების ყველაზე ფართო ქსელი. რაც მთავარია, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს მიერ გადახდილი თანხა მიმღები კომპანიის ბალანსზე მომენტალურად აისახება.

NS

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

13 აპრილი, 2021 , 13:34

2021 წლის 13 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღ

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი

13 აპრილი, 2021 , 12:07

რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება თემურ შაშიაშვილი. „გულისწყვეტით ვამბობ, რომ რიონის ხეობაში ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, გუშინ განვითარებული მოვლენები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ხელისუფლების, განს

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება

13 აპრილი, 2021 , 11:13

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანის თვე იწყება. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ. რამადანის თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქველმოქმედებაა. მუსლიმებს რამადანის დაწყება მიულოცა საქართველოს მუფთმა, ადამ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116

13 აპრილი, 2021 , 10:59

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „შტოპცოვ.გე-ზ

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 აპრილი, 2021 , 10:49

საქართველოში კორონავირუსის 1 374ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში

ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო

13 აპრილი, 2021 , 10:42

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში კონტროლს აძლიერებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. განათლების სამინისტროს ცნობით,