უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

28 სექტემბერი, 2017 12:40
font-size

როგორ გაუმკლავდეს საქართველო რუსეთის ჰიბრიდულ ომს?

ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში „სტრატეგიული კომუნიკაციების და ციფრული დეზინფორმაციის პირველი ტრანსატლანტიკური ფორუმი“ გაიმართა, რომელზეც 500-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

მომხსენებლებს შორის იყვნენ ამერიკელი სენატორები, ნატოს და ევროკავშირის ოფიციალური პირები, ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსები, დიპლომატები, დასავლეთის ქვეყნების კვლევითი ინსტიტუტების, სამეცნიერო წრეების და მედიის წარმომადგენლები. საუბარი შეეხო როგორც რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომების სხვადასხვა სტრატეგიას, ზემოქმედების ბერკეტებს და მეთოდოლოგიას, ასევე ამ გამოწვევებზე დასავლეთის ქვეყნების, თუ ტრანსატლანტიკური ორგანიზაციების რეაქციებს და საპასუხო ქმედებების სისტემაში მოყვანის აუცილებლობას.

კრემლის ჰიბრიდული ომი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბევრ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საარჩევნო კამპანიებზე და მათ შედეგებზე. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში არიან რუსეთის უახლოესი მეზობლები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, რომელთა შორისაა საქართველოც.

რა უნდა იღონოს თბილისმა თავისი მწირი რესურსებით, რომ წინ აღუდგეს რუსულ ჰიბრიდულ ომს? ამ კითხვით მიმართა „ამერიკის ხმამ“ თაჯან ილდემს, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში.

„როგორც შესავალ ნაწილში უკვე ვახსენე, მნიშვნელოვანია პარტნიორებთან თანამშრომლობა. საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ ერთობლივ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით ვაწარმოებთ. ერთ-ერთი მათგანია სტრატეგიული კომუნიკაციები. მხოლოდ ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილების და წარსულის გაკვეთილების გაზიარებით შევძლებთ საფუძვლიან ცოდნაზე დაფუძნებული, საჭირო, აუცილებელი ინსტრუმენტებით აღვიჭურვოთ, რომ ჩვენი დროის გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ჩვენი მხრიდან, ნატოსთვის პრიორიტეტად ვთვლით ამ პარტნიორობის განვითარებას, ურთიერთობის გაღრმავებას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო“,- განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწემ.

სააგენტოსთან საუბარში ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში გვითხრა იაკობ დიურმამ განაცხადა, „შესაძლოა გამოგადგეთ ჩეხეთის გამოცდილებაც, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის ერთგვარ შთაგონების წყაროდ იქცა“.

„შეგიძლიათ დაიწყოთ ეროვნული უსაფრთხოების აუდიტით და ამ პროცესით გათვალისწინებული ეტაპობრივი აქტივობებით წარმატებას მიაღწიოთ. ეს კარგი დასაწყისი იქნებოდა. შეიძლება, თქვენთვის ჩვენი მოდელის გადაღება უნივერსალური აღმოჩნდეს და იგივე, ან სხვა ქვეყნების მსგავსი შედეგები მიიღოთ. ამის გაკეთება ქვეყნის ზომის და რესურსების მიუხედავად, სავსებით შესაძლებლად მიმაჩნია. რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ჩეხეთში დღეს რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს. პირველ რიგში მოხდა იმის გააზრება, რომ საფრთხე რეალურია, ის არსებობს და ასევე არსებობს გზები, რომლითაც შექმნილ პრობლემებს წინ აღვუდგებით.

თუმცა, რა თქმა უნდა, თითოეული სახელმწიფოს მთავრობის სუვერენული უფლებაა ჰიბრიდული ომის საფრთხის გააზრება, პრობლემის მრავალშრიანობის აღქმა და იმის გაცნობიერება, რომ დეზინფორმაცია და სხვა დანარჩენი კამპანიები მისი შემადგენელი ელემენტებია.

2016 წელს აშკარა გახდა, რომ საჭირო იყო კომპლექსური, მრავალმხრივი მიდგომა და მთავრობის გადაწყვეტილებით ჯერ შეიქმნა ე.წ. ეროვნული უსაფრთხოების აუდიტი.

ამ ორგანიზაციას აქვს გამოკვეთილი სტრატეგია და საპასუხო ქმედებების როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები. განსაზღვრულია მათი რეალიზებისთვის გათვალისწინებული კონკრეტული ნაბიჯებიც. ეს მუდმივი, პერმანენტული აქტივობების მთელი ციკლია. ამას გარდა, ჩეხეთის მთავრობამ 2017 წელს შექმნა საგანგებო რგოლი, სახელწოდებით ტერორიზმთან და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ცენტრი. იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 თანამშრომელია დასაქმებული. მათ საქმიანობაში ბევრ სხვა ელემენტთან ერთად, შედის მედიის მონიტორინგი, პოლიტიკური და ეკონომიკური განლაგების შესწავლა და ანალიზი.

ევროპაში ჩატარებული არჩევნების მაგალითზე აშკარა გახდა, რომ რუსეთის ქმედება შეიძლება ვიზუალურად გამოკვეთილი არ იყოს და კიბერ-სივრცეში მომხდარი თავდასხმებივით, ჰაკერების მიერ ანგარიშების გატეხვით და კრემლისთვის ხელსაყრელი ინფორმაციის გამოაშკარავებით არ დასრულდეს. შეიძლება ეს არც დეზინფორმაციაში და არც რუსულ პროპაგანდაში გამოიხატებოდეს. სხვადასხვა ფარული მეთოდით.

რუსეთი გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე, საჯარო განხილვებზე, დებატებზე; ზემოქმედებს პოლიტიკური პარტიების პროგრამებზე. შესაბამისად, ტერორიზმის და ჰიბრიდული იერიშების საფრთხეების წინააღმდეგ შექმნილი ჩვენი ცენტრისთვის ევროპული გამოცდილება ნამდვილი გზამკვლევი და ერთგვარი ხელსაწყოების კომპლექტი გახდა, რომელიც მუშაობაში ძალიან დაგვეხმარა“, -განაცხადა იაკობ დიურმამ.

ატლანტიკურ საბჭოში შეკრებილი ექსპერტების აზრით, რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ ომთან გასამკლავებლად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა, გამჭვირვალობა და საზოგადოებაში ამ საკითხებისადმი ცნობადობის ამაღლება.

ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ საკითხი კომპლექსურია და შესაბამისად, მიდგომაც არ შეიძლება იყოს სწორხაზოვანი. არ არის გამორიცხული, რომ ერთი მოდელი ყველა ქვეყნისთვის უნივერსალური არ გამოდგეს. შექმნილი სიტუაციის მიხედვით, საპასუხო აქტივობა შესაძლოა პერიოდულად ერთი მიმართულებით უფრო გაიზარდოს, მეორე მიმართულებით კი საჭიროებისამებრ შემცირდეს.

შექმნილი რეალობიდან ჯერჯერობით ერთი რამ დანამდვილებით იკვეთება: რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მოქმედება ყოველდღიურ, უწყვეტ მუშაობას ითხოვს.

წყარო: ამერიკის ხმა

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი