უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

9 აპრილი, 2020 17:00
font-size

როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა კორონავირუსის პანდემიის დროს?

კორონავირუსის პანდემიის დროს არაერთი ჩვენგანი ფიქრობს, თუ რის გაკეთება შეიძლება ვირუსის თავიდან ასაცილებლად, შვილების, მშობლების, ოჯახის სხვა წევრების ჯანმრთელობის დასაცავად. სოციალურ ქსელებში უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება იმაზე, თუ რა ვჭამოთ, რა დავლიოთ და როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან. ხშირად, დეზინფორმაცია იმდენად არასწორია, რომ მას არაერთი ადამიანის სიცოცხლეც კი შეეწირა იმის გამო, რომ ცრუ მეთოდებით თავის დაცვის ნაცვლად, მათ საკუთარი ჯანმრთელობა ფატალურად დაიზიანეს.

როგორც ამერიკის ხმა ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს, ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით ერთ-ერთი საუკეთესო გზა ჯანსაღი კვებაა. ადამიანის იმუნური სისტემა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იღებს ის ყველა საჭირო მინერალს, ვიტამინის და ანტიოქსიდანტს. იმუნური სისტემის ოპტიმალური მუშაობისთვის, რაც ზოგიერთი ვირუსული ან ბაქტერიული დაავადებისგან გვიცავს ან დაავადების სიმწვავეს ამცირებს, რეკომენდებულია ხილისა და ბოსტნეულის სისტემატური მიღება.

რომელი ხილი და ბოტნეული შეიცვავს ყველაზე სასარგებლო ნივთიერებებს?

A ვიტამინი

საკვების ამ კატეგორიაში შედის სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი, ბროკოლი, ბოსტნის კომბოსტო (კეილი), მანგო, ნესვი და გოგრა. ბეტა-კაროტინს, რომელსაც ეს ხილ-ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს, ორგანიზმი A ვიტამინად აქცევს. A ვიტამინი კი იმიტომაა მნიშვნელოვანი იმუნური სისტემისთვის, რომ ის ანტისხეულებს ეხმარება ტოქსინების და უცხო ნაწილაკების განდევნაში.

C ვიტამინი

C ვიტამინი სისხლში ანტისხეულების დონეს ზრდის და იმუნურ სისტემას ეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა სახის დაცვა სჭირდება მას. ამერიკის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 200 მილიგრამით მეტი C ვიტამინის მიღებამ შეიძლება გაციების სიმპტომები შეგვიმსუბუქოს და შეგვიმოკლოს. ამ დამატებითი 200 მილიგრამის მიღება კი ადვილადაა შესაძლებელი ფორთოხლის, გრეიფრუტის, კივის, მარწყვის, წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკის, ბროკოლის, კომბოსტოსა და ყვავილოვანი კომბოსტოს მირთმევით.

D ვიტამინი

D ვიტამინის ნაკლებობამ, შესაძლოა, იმუნური სისტემა დაასუსტოს. იგივე კვლევა ამბობს, რომ D ვიტამინმა ფილტვები შესაძლოა მწვავე რესპირატორული ინფექტიებისგან დაიცვას. D ვიტამინის მიღება ზოგიერთი ამ საკვებითაა შესაძლებელი: ცხიმიანი თევზი, მათ შორის, ორაგული და დაკონსერვებული სარდინი, კვერცხი, რძე და მცენარეული (სოიოს, ნუშის, ბრინჯის) „რძის“ პროდუქტები, ყველი, ტოფუ და სოკო.

ბოსტონის უნივერსიეტეტის პროფესორი და D ვიტამინის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი მსოფლიოში დოქტორი მაიკლ ჰოლიკი ამბობს, რომ D ვიტამინი იმუნურ სისტემას ეხმარება აწარმოოს ცილა, რომელიც „კლავს ინფექციურ აგენტებს, მათ შორის, ბაქტერიებს და ვირუსებს.“

თუთია

თუთია იმუნური სისტემის უჯრედებს გაზრდის და გამრავლების საშუალებას აძლევს. თუთიამ შეიძება ხელი შეუწყოს გაციების სიმპტომების შემსუბუქებას და შემოკლებას. თუთიის წყაროებში შედის: ლობიო და სხვა პარკუჭეული, ტოფუ, კაკალი, თხილი, მზესუმზირა, მოლუსკები, კიბორჩხალა, ლობსტერი, ძროხის ხორცი, ღორის ხორცი, ქათმის მუქი ხორცი და მაწონი.

სასარგებლო ცილები

იმუნური სისტემა შენობად რომ წარმოიდგინოთ, ცილები თითოეული აგურია, რომელიც მის ასაშნებლად გამოიყენება. ამიტომ, ცილების მიღება იმუნური სისტემის სიჯანსაღისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ცილების მიღბა შესაძლებელია როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წყაროებისგან. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ცილები შეიძლება მივიღოთ შემდეგი საკვებისგან: თევზი, ქათმის ხორცი, ძროხის ხორცი, რძე, მაწონი, კვერცხი, ხაჭო და არაცხოველური წარმოშობის წყაროებიდან, როგორიცაა კაკალი, თხილი, მიწისთხილი, ნუში, მზესუმზირა, გოგრის თესლი და ლობიო.

მომნელებელი სისტემა და ბაქტერიული ბალანსი

ჯონს ჰოპკინსის უნივერისტეტის კვლევის თანახმად, მომნელებელი სისტემის ჯანსაღი მოქმედება იმუნურ სისტემასთან პირდაპირ კავშირშია. უფრო მეტიც, „თქვენი იმუნური სისტემის უდიდესი ნაწილი თქვენ მომნელებელ სისტემაში მდებარეობს,“ აცხადებს დენ პიტერსონი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი. სწორი კვება, ვარჯიში და ხშირად ხსნადი და უხსნადი ბოჭკოვანი ქსოვილის შემცველი საკვების მიღება ნაწლავების და ზოგადად, მომნელებელი სისტემის სიჯანსაღისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მ

ეიოს კლინიკის ინფორმაციით, სასარგებლო უხსნადი ბოჭკოების შემცველი საკვები არის: ჟოლო, მსხალი, ვაშლი (კანით), მარწყვი, ფორთოხალი, მუხუდო, ბროკოლი, უმი ყვავილოვანი კომბოსტო, უმი სტაფილო, ლობიო, სხვადასხვა მარცვლეული და გერკულესი.

და ბოლოს... დალიეთ წყალი

ნებისმერი დროს, იქნება ეს პანდემიის პერიოდი, გრიპის სეზონი, თუ უბრალოდ წელიწადის ნებისმიერი დღე, მედიკოსები გვეუბნებიან, რომ სითხის ნაკლებობას ბევრი სხვადასხვა სისტემის დაზიანება შეუძლია. ამიტომ, ექიმების რეკომენდაციაა, ყოველდღიურად, თავიდან აიცილოთ ორგანიზმის გაუწყლოვნება.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, საკმარისი სითხის მისაღებად, შეგიძლიათ მიირთვათ ზოგიერთი ხილი, ბოსტნეული, სუპი ან უბრალოდ დალიოთ წყალი.

ზოგად რეკომენდაციზე დაყრდნობით, ქალებისთვის წყლის მიღების ოპტიმალური ოდენობა დღეში 2.7 ლიტრია, კაცებისთვის კი - 3.7 ლიტრი. მედიკოსები ასევე გვაფრთხილებენ, რომ გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, ყავა, შავი ჩაი და კოფეინის შემცველი სხვა სასმელები შარდმდენებია და ორგანიზმის გაწყლოვანების ნაცვლად, მის სითხისგან დაცლას უწყობნენ ხელს.

პერსონალური ჰიგიენა

როგორც კორონავირუსის, ასევე ბევრი სხვა ვირუსული დაავადებების თავიდან აცილებში, რამდენიმე მარტივი ნაბიჯიც დაგვეხმარება.

-დაინაბეთ ხელები ხშირად, საპნით და მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. თუ საპონთან და წყალთან ახლოს არ ხართ, გამოიყეენეთ ალკოჰოლის საწმენდები მინიმუმ 60%-იანი ალკოჰოლის შემცველეობით.

რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური დისტანცირება?

-დაიცავით მანძლი სხვა ადამიანებთან. სათანადო სოციალური დისტანცირებისთვის შეინარჩუნეთ მინიმუ 2 მეტრის მანძილი.

-თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, დარჩით სახლში სხვების დასაცავად.

-როცა ახველებთ ან აცემინებთ, პირზე ხელსახოცი აიფარეთ, ან მოხრილი იდაყვი მიიდეთ, ნერწყვის შხეფების ჰაერში შორს გაფანტვის თავიდან ასაცილებლად.

და ბოლოს, კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად, დარჩით სახლში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

წყარო: ამერიკის ხმა

Shade-თი ინფიცირებულებს შეუძლიათ საკუთარი ფაილების გაშიფრვა

13 მაისი, 2020 , 11:30

კრიპტოგრაფი Shade მომხმარებლებისთვის უკვე  აღარ არის საშიში: კასპერსკის ლაბორატორიამ გამოაქვეყნა დეკრიპტორი,  რომელიც აღადგენს  ფაილებს  გაშიფრულს კრიპტოგრაფ Shade (Troldesh) ნებისმიერი სახეობით. 

თერაპევტებთან ვიზიტების 64% ქრონიკული დაღლილობის ჩივილებს უკავშირდება

5 მაისი, 2020 , 15:06

კვლევის თანახმად, თერაპევტები ამბულატორიული ვიზიტების 64%-ს ასთენიურ ჩივილებს უკავშირებენ. მათი განმარტებით, ასთენიური ჩივილები და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი შეიძლება როგორც გადატვირთული სამუშაო რეჟიმის, ისე ხანგრძლივ

„ევროპაბეთის“ უფასო რეკლამით 30-მდე ბიზნესი უკვე სარგებლობს

2 მაისი, 2020 , 18:19

პოპმედიაში რეკლამის განთავსების სურვილი ასამდე ბიზნესმა გამოთქვა 1 მილიონი ჩვენება საჩუქრად - ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთმა“ 25 აპრილს გამოაცხადა. პროგრამაში ჩართვის სურვილი 2 დღეში 100-მდე მეტმა

BENTLEY MOTORS იწყებს ახალ პროგრამას «COME BACK STRONGER» - გეგმები და ცვლილებები წარმოებაში

1 მაისი, 2020 , 11:48

კომპანია Bentley Motors-მა განაცხადა ახალი კორპორატიული პროგრამის, «Come Back Stronger», ამოქმედების შესახებ, რომელიც მოიცავს ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის უზრუნველყოფისთვის 250-მდე კონპლექსურ, ფართო მასშ

ფრიროლები საათში ერთხელ - რატომ უნდა ითამაშოთ პოკერი ევროპაბეთზე

23 აპრილი, 2020 , 14:00

ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმაა რეგიონში და ამას ბოლო პერიოდის სტატისტიკა ადასტურებს. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ მაგიდის თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად, საშუალოდ 10

სერ ტიმ ბირკინის BENTLEY BLOWER გადადის ციფრულ ფორმატში

22 აპრილი, 2020 , 10:40

Bentley Blower Continuation პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. სპეციალისტების მიერ, ავტომატიზირებული პროექტირების სისტემაში (CAD)  შექმნილია ციფრული მოდელი, რომელიც იქნება პროტოტიპი და ტექნიკური ნიმუშო ახალი ავტ