უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
არქივი
მოზაიკა
როგორ მივიღოთ თანხა ავტომობილის დახმარებით
ალბათ, გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა რაიმეს შეძენა გსურთ, მაგრამ ამისათვის საჭირო ფინანსური რესურსი არ გაგაჩნიათ. თუ ასეთ დროს გყავთ ავტომობილი, შეგიძლიათ ის თანხის მისაღებად გამოიყენოთ. როგორ შეიძლება ეს მოახერხოთ? ამას ჩვენ აგიხსნით.
საქართველოში თანხის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ავტოლომბარდია. ეს არის სერვისი თქვენივე ავტომობილის უზრუნველყოფით. უზრუნველყოფა ხდება არა მისი გადაფორმებით, არამედ მისი გირავნობით. შესაბამისად, თუ კონკრეტულ თანხას ვერ დაფარავთ, კრედიტორ ორგანიზაციას ექნება იმის უფლება, რომ მანქანა ჩამოგართვათ. კომპანიების უმეტესობა გთავაზობთ, რომ თანხა მიიღოთ მაშინაც კი, როცა ავტომობილს მართავთ, თუმცა თუ მას ავტოსადგომზე დააყენებთ, ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ. ამ სერვისით სარგებლობა მარტივია - შეგიძლიათ მიკითხოთ კომპანიის ფილიალს ან ინტერნეტის საშუალებით შეავსოთ განაცხადი.
რადგანაც საქმე ფინანსურ დეტალებთან გვაქვს, აუცილებელია კონკრეტული სერვისის სარგებლობის წინ ვიცოდეთ ის, რაც გასათვალისწინებელია:
- საპროცენტო განაკვეთი - როდესაც სესხით სარგებლობთ, პროცენტი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ის ზუსტად აისახება თქვენს ჯიბეზე. ამიტომაც ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი კრედიტორი ორგანიზაცია, რომელსაც დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ ნაკლები თანხა გადაიხადოთ.
- გადახდის გრაფიკი - გადახდის გრაფიკის შერჩევისას აირჩიეთ ისეთი თარიღი, რომელიც სესხის დასაფარად თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული იქნება. უმჯობესია, თუ თავიდანვე არჩევანს გააკეთებთ 24-საათიან ავტოლომბარდებზე, ეს საშუალებას მოგცემთ, რომ თანხა დღის ნებისმიერ დროს გადაიხადოთ.
- ჯარიმის ოდენობა - ზოგჯერ, გაუთვალისწინებელი დეტალების გამო, მომხმარებელს ჯარიმა ეკისრება, ამიტომაც წინასწარ უნდა იცოდეთ, რამდენს შეადგენს ის.
- ხელშეკრულების პირობები - მნიშვნელოვანია, რომ იცნობდეთ იმ ხელშეკრულებას, რომელსაც თქვენ ხელს აწერთ. ზოგჯერ მომხმარებლები დროის დაზოგვის მიზნით თავს არიდებენ პუნქტების წაკითხვას, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარგი იქნება, თუ გეცოდინებათ, რა დეტალებს მოიცავს დოკუმენტი.
- აქტის დარეგისტრირება - დაგირავნების დროს აუცილებლად დაარეგისტრირეთ შესაბამისი აქტი შსს-ს მომსახურების სააგენტოში.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ავტო ლომბარდი საკრედიტო ისტორიის გარეშე მარტივი პროცედურაა, საჭიროა წარადგინოთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი. კომპანიები ცდილობენ მომხმარებლებს კომფორტული გარემო შეუქმნან, ამიტომაც პროცედურა არ მოითხოვს დიდ დროს.
იმისათვის, რომ სესხი დამტკიცდეს, ავსებთ განაცხადს (შესაძლებელია ონლაინ ან ფილიალში მისვლით), შეგყავთ პირადი მონაცემები - სახელი, გვარი, ელ. ფოსტა და ა.შ.
განაცხადის შევსების შემდეგ პასუხს დაახლოებით ერთი საათის ფარგლებში მიიღებთ. თუ განაცხადს არასამუშაო დღეებში შეავსებთ, მოცდა ორშაბათამდე მოგიწევთ, რადგან კრედიტორი ორგანიზაციების უმეტესობა შაბათ-კვირას არ მუშაობს.
დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა ავტო სესხი. როცა გყავთ მანქანა, გსურთ მეორის შეძენაც და ამისათვის თანხა არ გყოფნით, ეს სერვისი სწორედ თქვენთვისაა შექმნილი. კრედიტის უზრუნველყოფა ხდება იმ ავტომობილით, რომელიც უკვე გყავთ ან რომელსაც შეიძენთ.
სანამ სესხი დაგიმტკიცდებათ, თქვენს კუთვნილებაში მყოფ ავტომობილს კრედიტორი ორგანიზაციის ექსპერტები შეაფასებენ, რის შემდეგაც დადგინდება თანხა, რომელსაც მიიღებთ.
ავტო სესხის დამტკიცებას, საშუალოდ, 30 წუთი სჭირდება. განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ როგორც ონლაინ, ისე ფილიალში მისვლით.
რომ შევაჯამოთ, ავტომობილის საშუალებით, შეგვიძლიათ მივიღოთ თანხა, რომელსაც სხვადასხვა მიზნით გამოვიყენებთ და შეგვეძლება შევიძინოთ ტელეფონები, ტანსაცმელი, საოჯახო ტექნიკა ან თუნდაც კარკასული აუზები.
იმისათვის, რომ სხვადასხვა კომპანიების შემოთავაზებებსა და პირობებს გაეცნოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ Finpanda. ეს პლატფორმა გადაწყვეტილების სწორად მიღებაში, ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე დაგეხმარებათ.