უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 სექტემბერი, 2020 16:55
font-size

როგორ მოეწყობა საარჩევნო სივრცე - დეტალებზე შეთანხმებულები არა ვართ - ეკატერინე ტიკარაძე

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხო ზომები იქნება მიღებული, სადაც მოქალაქეები ხმის მიცემას შეძლებენ.

" ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში. ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და შრომითი უსაფრთხოება დეტალურად მუშაობს თითოეული პარტიის წარმომადგენელთან, ასევე ცესკოსთან, რომ უბნებზე მოწყოს ყველა ის უსაფრთხო ზომები, რომლითაც მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ ყოველგვარი შიშის და საფრთხის გარეშე დააფიქსირონ თავიანთი ხმა. იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს და განაგრძოს დემოკრატიული გზა.

როგორ მოეწყობა ეს სივრცე - დეტალებზე შეთანხმებულები არა ვართ, იმიტომ რომ არსებობს მრავალგვარი გამოსავალი და ამ მრავალგვარი გამოსავლიდან ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საუკეთესო შევარჩიოთ ანუ უსაფრთხო გამოსავალი.

როდესაც დეტალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ როგორი იქნება ეს სივრცეები ჩვენს მოქალაქეებს გავაცნობთ. გავაცნობთ ყველა მოცემულობას როგორი იქნება საარჩევნო სივრცე კოვიდ პანდემიის პირობების დროს",- ამბობს ტიკარაძე.

ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას - კახა კალაძე

31 ოქტომბერი, 2020 , 15:45

პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის სო

`ქართულ ოცნებას` გადაწყვეტილი აქვს გააყალბოს არჩევნები – ნინო ბურჯანაძე

31 ოქტომბერი, 2020 , 15:05

"ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს გააყალბოს არჩევნები – ამის შესახებ განცხადება, "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. "აუცილებლად მიდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენ

“ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ყავს რჩეული კანდიდატი, ან რჩეული პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი” - კელი დეგნანი მარნეულში ჩავიდა

31 ოქტომბერი, 2020 , 14:20

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მარნეულში ჩავიდა, ინფორმაციას ელჩის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. „ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შრომისმოყვარე თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, ელჩი დეგნანი არჩევნებზე დასაკვი

ხმა მივეცი ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს - გიორგი გახარია

31 ოქტომბერი, 2020 , 12:10

მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ დასავლურ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე

ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს - ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ

30 ოქტომბერი, 2020 , 17:30

“ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია ეხმაურება პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებს იმასთან დაკავშირ

ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად - გიორგი გახარია

30 ოქტომბერი, 2020 , 16:20

“ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფ