უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

31 დეკემბერი, 2019 11:45
font-size

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის სახლი კომფორტულად

პატარა ზომის სახლების კომპაქტურად და კომფორტულად მოწყობა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამ პროცესში ავეჯისა და სათავსოების სწორად შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

კომპეტენტური რჩევების მისაღება„გორგიას“ ინტერიერის დიზაინერს მივმართეთ. დიზაინერის რჩევით, მცირე სივრცეში მულტიფუნქციური ავეჯი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მაგიდა, დივანი, საწოლი და, რაც მთავარია, კარადები მაქსიმალურად დატვირთული უნდა იყოს ფუნქციონალურად.

მულტიფუნქციური და მარტივი ავეჯის შერჩევისას მსოფლიოში ცნობილი ბრენდის იკეას პროდუქცია საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მარტივი დიზაინით და დატვირთული ფუნქიონალით თქვენი სივრცის მაქსიმალურად ათვისებას და გამოყენებას შეძლებთ. სწორედ ასეთი ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ “გორგიას” დიდუბის და ბათუმის ფილიალებში, სადაც იკეას პროდუქციისოურუმია. რაც მთავარია, იკეას პროდუქცია ანტიალერგიული საღებავებითა და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან მზადდება.

ნებისმიერი სახლის მთავარი ცენტრი მისაღები ოთახია. როგორც „გორგიას“ დიზაინერმა გვითხრა, მისაღები ოთახი არ უნდა იყოს გადატვირთული, რაც შეიძლება ცოტა და მრავალფუნქციური ავეჯი უნდა განათავსოთ. მთავარი ატრიბუტი დივანია. კარგი იქნება თუ ისეთ დივანს შეარჩევთ, რომელსაც სათავსოც აქვს და საჭიროების შემთხვევაში მარტივად ტრანსფორმირდება საწოლად. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, შესაძლებელია მკვეთრი ფერების გამოიყენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ღია ტონალობის იატაკი და კედლები გაქვთ. ფერადი დივნის შეტანა უფრო მეტ ხალისს და სიმყუდროვეს შემატებს თქვენს მისაღებ ოთახს. თუ გორგიას იკეას პროდუქციის შოურუმში არ იქნება წარმოდგენილი თქვენთვის სასურველი ფერის ან ზომის ნივთი, შესაძლებელია შეკვეთა და შეკვეთიდან 2 კვირის ვადაში ნებისმიერი სახის ავეჯსა და აქსესუარებს ჩამოგიტანთ. 700 ლარზე მეტ შენაძენზე თბილისის მასშტაბით უფასოდ მოგიტანთ.

სტუდიოს ტიპის მისაღების შემთხვევაში, ძალიან მოსახერხებელია ტრანსფორმერი მაგიდა. ასეთი ტიპის მაგიდები ოთახში არ იკავებს დიდ ადგილს და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი დიდ სასადილო მაგიდად გადაქცევა. სამზარეულოსთვის გამოყოფილი ადგილი კი უმჯობესია მაქსიმალურად დატვირთოთ ჩასაშენებელი კარადებით და კარადებში უჯრებით, რათა ყველა ნივთის შენახვა კომპაქტურად და ადვილად მისაწვდომად შეძლოთ.

მოძრავი და მრავალფუნქციური ჟურნალების მაგიდის გამოყენება იდეალურია პატარა სივრცის პირობებში. იკეას პროდუქციიდან ერთ-ერთი გამორჩეულია GRANBODA-ს სერიის ჟურნალების მაგიდა, რომელიც 3 დამოუკიდებელი ნაწილისაგან შედგება. ერთადაც შეგიძლიათ დადგათ ან ცალ-ცალკე გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი დანიშნულებით. ძალიან მარტივად გადაადგილებადია, ხოლო ვიზუალურად თანამედროვე და ლამაზი.

რაც შეეხება საძინებელს, მისი კომფორტულად მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მშვიდი ძილი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია. გორგიას დიზაინერის თქმით, საძინებლის მოწყობის რამდენიმე ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ. თუ 2 ადამიანზე გათვლილი საწოლი გჭირდებათ და საძნებელში დიდი სივრცე აღარ გრჩებათ კარადებისთვის, მაშინ აუცილებლად ისეთი საწოლი უნდა შეარჩიოთ, რომელსაც სხვადასხვა ტიპის სათავსოები აქვს. სივრცის დიდად აღქმისათვის უკეთესი იქნება, თუ საძინებლის ავეჯს ღია ფერისას შეარჩევთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ განსხვავებული ფერის ფარდებით, თაროებით ან ტუმბოებით გაახალისოთ ოთახის ინტერიერი. ამ ეტაპზე იკეას პროდუქციიდან ძალიან პოპულარულია Platsa-ს სერიის საწოლი, რომელიც ძალიან კომპაქტური ზომისაა და თან ბევრი სათავსოც აქვს. მაგრამ, თუ ოთახში არ გაქვთ საკმარისი სივრცე დიდი საწოლის დასადგმელად, მაშინ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება თუ ტრანსფორმერ საწოლს შეარჩევთ. იკეას UTAKER-ის სერიის საწოლი საჭიროების შემთხვევაში იშლება და 2 საწოლად ტრანსფორმირდება.

ასევე, თუ სამუშაო კუთხის მოწყობა გსურთ და სივრცე არ გრჩებათ, ისეთი საწოლი შეგიძლიათ შეარჩიოთ, რომლის ქვეშაც თამამად შეძლებთ სამუშაო კუთხის მოწყობას. ეს სივრცე, ასევე, სათავსოებისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ან უბრალოდ მოსასვენებელი კუთხე მოაწყოთ. პატარა სივრცის მაქსიმალურად ათვისებისათვის ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

როგორც ჩანს პატარა სივრცის მოწყობა ნამდვილად დიდი გამოწვევაა, მაგრამ თუ ჩვენ რჩევებს გაითვალისწინებთ, ძალიან კომფორტულად, ლამაზად და ფუნქციონალურად შეძლებთ თქვენი საცხოვრებელი სივრცის მოწყობას.

ავეჯის შესაძენად კი „გორგიას“ იკეას პროდუქციის შოურუმს შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისში, წერეთლის 140 ნომერში და ბათუმში, შავშეთის 27 ნომერში.

რომ დაგპატიჟო, სად დაგპატიჟო, არ შეიძლება, ჰოდა ამიტომ, ინტერნეტში შემოდიო - ზურა მანჯავიძის სიმღერა კორონავირუსზე (ვიდეო)

26 მარტი, 2020 , 12:30

„ონლაინში მოვილხინოთ, სხვა რა დაგვრჩა ამის მეტი“, - ქართველი მომღერალი,ზურა მანჯავიძე საკუთარ facebook გვერდზე, კორონავირუსზე დაწერილ სახალისო სიმღერას ავრცელებს, რომელიც ნამდვილ ინტერნეტ-ჰიტად იქცა. <

13 წამალი გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ

18 მარტი, 2020 , 17:45

გაციება და გრიპი გაწუხებთ?   საუკეთესო გზა გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ ძლიერი იმუნური სისტემაა. მედიცინის დოქტორი დონალდ ფორდი ამბობს, რომ გაციების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა, ვებრძოლოთ მის სიმპტომებს წინ

ანონსი - 14.03.20

14 მარტი, 2020 , 10:32

11.00 - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ბრიფინგს გამართავს. 11:00 - ადვოკატი ბექა ბასილაია გ

Liloshop ელექტროჩაიდნების ფართო არჩევანს გთავაზობთ

13 მარტი, 2020 , 11:30

სამზარეულოში საპატიო ადგილი უჭირავს ელექტროჩაიდანს, რომელიც ყოველ დილით ივსება წყლით, რათა ოჯახის წევრებმა მოიმზადონ ჩაი/ყავა. სწორედ ამიტომ ჩაიდნებზე მოთხოვნა წლის ნებისმიერ დროს მაღალია, შესაბამისად, ელექტრონიკის მწარმ

BENTLEY და BREITLING აღნიშნავენ მრავალწლიან პარტნიორობას BREITLING PREMIER BENTLEY MULLINER საათის ლიმიტირებული დებიუტით

7 მარტი, 2020 , 12:39

კომპანიები Bentley Motors და Breitling წარადგენენ სპეციალურ ლიმიტირებული საათების სერიას – Breitling Premier Bentley Mulliner, რომელიც შექმნილია ორი ლუქს ბრენდის 17 წლიან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ახალი, დახვ

რა უნდა ვიცოდეთ ალერგიის შესახებ

6 მარტი, 2020 , 13:15

ალერგიული დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. ისინი  შეიძლება გამოვლინდნენ სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს, გამონაყარი, ალერგიული რინიტი, კონიუქტივიტი, ალერგიული ხველა და ა.შ. ალერგი