უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
არქივი
სამართალი
როგორ შეიძლება დეკანოზისთვის განრიდება შეგვეთავაზებინა, ეს კანონით აკრძალულია - პროკურორი
ე.წ ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა წინასასამართლოს სხდომის შემდეგ, საზოგადოების დეზინფორმირება აქტიურად დაიწყეს.
როგორც წიკლაურმა მედიასთან საუბარში განაცხადა, ბრალდების მხარეს დეკანოზისთვის საპროცესო შეთანხმება არ შეუთავაზებიათ.
„კერძოდ, თოთქოს ჩვენ დაკითხვისას ბრალდებულს ვთავაზობდით საპროცესო შეთანხმებას და განრიდებას, რომ დაესახელებინა კონკრეტული პირები, ხელოვნურად. არავითარი შეთავაზება არ ყოფილა, არავითარი მსგავსი რამ არ მომხდარა. უფრო მეტიც, საპროცესო კანონით აკრძალულია, მკვლელობის მომზადების საქმეზე განრიდების გამოყენება. როგორ შეიძლება ჩვენ მისთვის განრიდება შეგვეთავაზებინა, როდესაც კანონით აკრძალულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე განრიდება. ეს არის აბსურდი, მორიგი სიცრუე მათი მხრიდან“,-განმარტა პროკურორმა.
მონიკა დავლიანიძე