უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

21 ნოემბერი, 2019 12:05
font-size

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად-სპეციალისტის რჩევები

ტემპერატურის კლებასთან და ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, იმატა გათბობის სისტემების აქტუალურობამაც . გათბობის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, თუმცა ამ სტატიაში ყველაზე მოთხოვნად-ცენტრალური გათბობის სისტემებზე ვისაუბრებთ. ზამთარში მატულობს კომუნალური გადასახადებიც, ასევე აქტუალურია ეკოლოგიური პრობლემებიც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გათბობის სისტემა ეკონომიურთან ერთად, ეკოლოგიური და რაც მთავარია უსაფრთხო იყოს.

სამწუხაროდ ყო­ველ სე­ზონ­ზე, გა­უ­მარ­თა­ვი სის­ტე­მე­ბის და არას­წო­რი მონ­ტა­ჟის გამო, ხში­რია უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ფა­ტა­ლუ­რა­დაც სრულ­დე­ბა. გათბობის სისტემის სწო­რად შერჩევაში, ისე რომ უსაფრ­თხოც იყოს , ეკო­ნო­მი­უ­რიც და ეკოლოგიურიც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ჰი­პერ­მარ­კე­ტის „გორ­გი­ას“ სპე­ცი­ა­ლისტი დაგეხმარებათ.

მისი თქმით, პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწორად იყოს შერჩეული გათბობის ქვაბი. გათბობის ქვა­ბი სრუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით უნდა იყოს გა­კე­თე­ბუ­ლი, წყლი­სა და გა­ზის ფილტრე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, რათა მისი ნა­ლე­ქით და­ბინ­ძუ­რე­ბა არ მოხ­დეს. ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­მონ­ტაჟ­დეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დამ­ცა­ვი, რად­გან მისი მო­მა­რა­გე­ბის შე­წყვე­ტით ან ძაბ­ვის ცვლი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა, ქვა­ბის პლა­ტა და­ზიანდეს. რაც მთა­ვა­რია, გაყ­ვა­ნი­ლო­ბა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­მა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა უნდა გა­ა­კე­თოს, რად­გან უსაფრ­თხო­ე­ბის გარ­და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გათ­ბო­ბის ქვა­ბის შე­ძე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მონ­ტა­ჟი­სას დაშ­ვე­ბულ­მა შეც­დო­მებ­მა შე­იძ­ლე­ბა, მისი ყვე­ლა „სი­კე­თე“ დაგ­ა­კარ­გი­ნოთ. მეტი ეკო­ნო­მი­ის­თვის, სა­სურ­ვე­ლია, იზო­ლა­ცია ხა­რის­ხი­ა­ნი მი­ლე­ბით გა­კეთ­დეს , უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მე­ტა­ლოპ­ლასტმა­სის მი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა თბო­ი­ზო­ლა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და ნაკ­ლე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბას უწყობს ხელს. მათ­ში წყა­ლი უფრო სწრა­ფად მი­ე­დი­ნე­ბა, სით­ბოს არ კარ­გავს და რა­დი­ა­ტო­რე­ბამ­დე პირ­და­პირ ცხელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­დის. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ თუ ქვაბს გა­რეთ ა­ყე­ნებთ, მი­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ფუ­თოს, რათა არ გა­ი­ყი­ნოს.

რო­გორც „გორ­გი­ას“ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და გათ­ბო­ბის სის­ტე­მებს ერთ ოთახ­ში მო­ვუყ­რით თავს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ყინ­ვის საფრ­თხეს თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამა­ვე ოთახ­სა და მთელ სახ­ლში და­მონ­ტაჟ­დეს გა­ზის დე­ტექ­ტო­რი, რომ ჰა­ერ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის კონ­ცენ­ტრა­ცია გა­კონ­ტროლ­დეს.

გათ­ბო­ბის სის­ტე­მის მონ­ტა­ჟი­სას გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია შენობის ფარ­თო­ბი. ფარ­თობ­სა და გათ­ბო­ბის სის­ტე­მის სიმ­ძლავ­რეს ერ­თმა­ნეთს უნდა ესადაგებოდეს. ასევე გასათვალისწინებელია ირგვლის მდებარე ფართებში გათ­ბო­ბის სის­ტე­მებიც, ფან­ჯრე­ბის ზო­მა და კედ­ლე­ბის სის­ქე­.

„გორგიას“ სპეციალისტი გათბობის ქვაბის რამოდენიმე მოდელს გირჩევთ: მაგალითად, ახალ ბრენდს-„დოლჩე ვიტას“ ქვაბებს, რომლებიც სპეციალურად საქართველოს პირობების გათვალისწინებითაა წარმოებული. ანუ სრულად მორგებულია ჩვენი გაზისა და წყლის წნევაზე. „დოლჩე ვიტას“ ქვაბი არის 24კილოვატიანი, და 160 მ²-მდე ფართობს ათბობს. ამ ეტაპზე ქვაბზე ფასდაკლებაა და მას საუკეთესო ფასად 1199 ლარად შეიძენთ „გორგიაში“.

რაც შეეხება ეკოლოგიუ და ეკონომირ ქვაბებს, „გორგიაში“ კონდენსაციურ ქვაბებს გირჩევენ. კონდენსაციური ქვაბი მუშაობის პრინციპი შემდეგია: ქვა­ბი­დან გა­მო­ტყორ­ცნი­ლი ცხე­ლი ნამ­წვი პირ­და­პირ გა­რე­მო­ში არ გა­დის, ის კვლავ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში ბრუნ­დე­ბა, წყალს აცხე­ლებს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­მო­ი­ყო­ფა ბუ­ნე­ბა­ში. ამის გამო, გათ­ბო­ბის ეს სის­ტე­მა, ანუ კონ­დენ­სა­ცი­უ­რი ქვა­ბი, არა­კონ­დენ­სა­ცი­ურ ქვაბ­თან შე­და­რე­ბით, 15%-35%-ით ეკო­ნო­მი­უ­რი და 20-35%-ით ეკო­ლო­გი­უ­რია.

ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის ეკო­ნო­მი­უ­რი ქვა­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთ ლი­დერ და წარ­მა­ტე­ბულ კომ­პა­ნი­ე­ბად „ეჯეა“ და „ბა­ი­მა­კი“ მი­იჩ­ნე­ვი­ან. კომ­პა­ნი­ებ­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­მუ­შა­ვეს ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა­სა და გა­რე­მო­ზე ნაკ­ლე­ბად­ ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ორი­ვე უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ გა­ზის წყლის და დე­ნის სტან­დარ­ტებ­ზე გათ­ვლილ გათ­ბო­ბის სის­ტე­მებ­საც აწარ­მო­ებს, რომ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჰი­პერ­მარ­კე­ტი „გორ­გია“ გახ­და.

„გორ­გი­ას“ გათ­ბო­ბის სის­ტე­მე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი „ეჯე­ა­სა“ და „ბა­ი­მა­კის“ გარ­და, „უნი­კა­ლის“ბრენ­დს უწე­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­შია წარ­მო­ე­ბუ­ლი.

NS

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი