უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
საზოგადოება
12 ოქტომბერი, 2017 14:30
როგორ გინდა ითამაშო მზეს ჩამოტეხილი სხივი, თუ მართლა მზეს არ ჩამოტეხილხარ სხივად?! - როსტომ ჩხეიძე
მწერალი როსტომ ჩხეიძე ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
„მზეს ჩამოტეხილი სხივი....
გრიგოლ აბაშიძის " ყორნალი" მახსენდება, მისი ის თავი - "ბედისწერად ქცეული სილამაზე". ეს სათაური ზუსტად მიესადაგება ლიკა ქავჟარაძის ამქვეყნიურ ცხოვრებასაც: მასაც ბედისწერად გადაექცა ის სილამაზე, თავისებურად რომ გასიმბოლოვდა ქართულ ცნობიერებაში.
გიორგი ლეონიძე " ნატვრის ხეში" მოერიდებოდა მარიტას გარეგნული პორტრეტის აღწერას და ერთ ელვარე ფრაზას იკმარებდა: თითქოს მზეს ჩამოტყდა სხივადო... და როგორ გინდა შეასრულო მარიტას როლი, როგორ გინდა ითამაშო მზეს ჩამოტეხილი სხივი, თუ მართლა მზეს არ ჩამოტეხილხარ სხივად?!“ -დაწერა როსტომ ჩხეიძემ.