უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 იანვარი, 2020 15:35
font-size

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს.

პრემიერ გახარიას თავად ივანიშვილი შეცვლის და მასთან ერთად, მეორედ დაბრუნდება ყოფილი პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე. იგი სავარაუდოდ საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის პოსტს დაიკავებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის პოსტზე საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაინიშნება. ამერიკაში დიპლომატიურ საქმიანობას კი დავით ზალკალიანი განაგრძობს.

"მთავარი არხზე" დაყრდნობით „ ნიუპოსტი“ წერს, რომ პოსტის გარეშე დარჩება "ოცნების" ყველაზე ძველი მინისტრი, თეა წულუკიანი. მთავრობაში მის ადგილს კახი კახიშვილი დაიკავებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილის მეორედ მოსვლა რეალურია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ივანიშვილს მეტი აღარაფერი დარჩენია და იმისათვის, რომ 2020-ის არჩევნები მოიგოს სწორედ ამგვარ ზომებს მიმართავს, თავად დაბრუნდება პრემიერ მინისტრად და ეცდება, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

რაც შეეხება სამთავრობო გადანაცვლებებს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილი ატრიალებს კადრებს, რადგან საკადრო კრიზისია . მეორეს მხრივ ივანიშვილი არავის ენდობა და სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი შიშითაა გამოწვეული.

"ივანიშვილს აქვს სწორი შეგრძნება, რომ კარგავს ხელისუფლებას და ცდილობს ტყავის გადარჩენას. ჩაკეტილ წრეზე ტრიალებენ, არცერთი ნორმალური პოლიტიკური ფიგურა არ ეკარება "ოცნებას" და პირადი სტომატოლოგის დონეზე დავიდა", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა.

"ევროპული საქათველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ძველი კადრების დაბრუნება ოცნებაში არსებულ კრიზისზე მიანიშნებს და ივანიშვილის მობრუნება შესაძლოა, კარგიც იყოს.

"მასობრივი დაბრუნებები, რომლებიც დაიწყო ღარიბაშვილიდან, გაგრძელდა განათლების მინისტრით და ახლა უკვე მასზეა საუბარი, აჩვენებს რომ რაღაცას: ერთი, როგორ ღრმა კრიზისში არიან და როგორ არიან რეალობას აცდენილი, მეორე, როგორი ღრმა საკადრო კრიზისია, იმიტომ რომ არავის ენდობა ივანიშვილს და მეორე მხრივ არავინ თანხმდება უკვე ჩაძირულ ხომალდზე დაჯდეს. ცვლილებები სიტუაციას ვერ შეცვლის. თუ დაბრუნდება თავად აიღებს პასუხისმგებლობას ივანიშვილი და თუ არ დაბრუნდება ეს აჩვენებს, იმას თუ როგორ სწრაფად იძირება მისი ხომალდი და ეს ყველაფერი გაფორმდება არჩევნებზე",- აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

24 თებერვალი, 2020 , 17:45

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა. გამოსვლაში ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში

მაჭავარიანს თუ ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ჭრელ პერანგს აცმევენ - დავით ჭიჭინაძე

24 თებერვალი, 2020 , 14:30

მაჭავარიანს ეტყობა აერია, სად იმყოფება. თუ ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ჭრელ პერანგს აცმევენ და მათ რა სახელიც ჰქვიათ, ის უნდა დავარქვათ მასაც, - ამის შ

საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად - დავით ზალკალიანი

24 თებერვალი, 2020 , 14:30

საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. Th

ბიძინა ივანიშვილი NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა

24 თებერვალი, 2020 , 14:30

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედ

პოლიტიკური დევნის საქმეების შემსწავლელი კომისია დავით ქაცარავას საკითხზე მსჯელობს

24 თებერვალი, 2020 , 14:30

პოლიტიკური დევნის საქმეების შემსწავლელი კომისია დღეს დავით ქაცარავას საკითხს იხილავს. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, დღეს იხილავენ დავით

ივანე მაჭავარიანის ადგილი არის ციხეში, ყველა, ვინც მას გადაეფარება, ხდება მისი თანამონაწილე - გედევან ფოფხაძე

24 თებერვალი, 2020 , 13:45

საკითხები, რომელზეც დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე უნდა გვემსჯელა, პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ კორუფციასთან, დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობის აბუჩად აგდებასთან და გაღატაკებასთან, როდესაც მინისტრი ამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`