უკან

მოზაიკა

25 სექტემბერი, 2019 14:25
font-size

როგორია Amazon-ის თანამშრომელთა სამუშაო სივრცე?

მაშინ, როცა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, ძირითადად, მეგაპოლისების გარეუბნებშია განლაგებული, ონლაინ-გაყიდვების გიგანტმა სიეტლის ცენტრში დაიდო ბინა.

„ამაზონის“ სათავო ოფისის არქიტექტურული პროექტი კომპანია NBBJ-ს ეკუთვნის. მშენებლობაზე, რომელიც თითქმი 5 წელი გრძელდებოდა, 4 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

ამ პროექტის ყველაზე საინტერესო ნაწილია ერთმანეთთან დაკავშირებული შუშის სამი სფერო, რომლებშიც მრავალდონიანი ბოტანიკური ბაღია გაშენებული!

ამ სფეროებს შორის ყველაზე დიდის სიმაღლე 27 მეტრია, დიამეტრი - 39 მეტრი.

სფეროები დაფარულია შუშის 2643 პანელით, რომლებზეც სპეციალური ფირია გადაკრული, რათა ინფრაწითელი გამოსხივება შეიზღუდოს და შნობაში სიგრილე შენარჩუნდეს.

The Spheres – ეს სამი ბიოსფერო სავსეა 300 მეტი სახეობის მცენარით, რომლებიც ჩატანილია მსოფლიოს 50 ქვეყნიდან. აქ არის ასევე მცენარეებით დაფარული „ცოცხალი“ კედელი, რომელიც 4-სართულიანი სახლის სიმაღლეა და ჩანჩქერი.

ბიოსფეროებში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურაა +22, ტენიანობა - 60%, ღამით კი +12 გრადუსი და ტენიანობა 90%, რათა ტყის ეკოსისტემების ნოტიო კლიმატი შეიქმნას.

The Spheres-ის საერთო ფართობი 6200 კვ. მეტრია. ეს Amazon-ის მთლიანი ოფისის მხოლოდ პატარა ნაწილია, თუმცა აქაურობა ინტერნეტ-გიგანტის ოფისის ცენტრი და გულია.

Amazon-ის „სფეროები“ - ეს არის ადგილი, სადაც ოფისის თანამშრომლები მუშაობენ, სამუშაო შეხვედრებს მართავენ და ისვენებენ კიდეც. აქაურობა ასევე ღიაა ტურისტებისთვის.

Amazon-ის „სფეროები“ უკვე იქცა კიდეც სიეტლის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად.

„სფეროების“ დიზაინი კვლევების შედეგად არის შემუშავებული; როგორც პროექტის ავტორები ირწმუნებიან, ეს სივრცე ადამიანს შთააგონებს შემოქმედებისთვის და ტვინის მუშაობასაც აუმჯობესებს. და მართლაც, ერთდროულად იყო ქალაქის ცენტრში და მუშაობდე ტყეში, ეს ნამდვილად არაბანალურია და, ალბათ, ძალიან სასიამოვნოც.

***
თუკი თქვენც აშენებთ სახლს, არემონტებთ ბინას ან, უბრალოდ, გაინტერესებთ ამ სფეროს სიახლეები, ძალიან სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ ვებგვერდებზე:

საფასადე სამშენებლო ხარაჩო

ფრანგული გასაჭიმი ჭერის მონტაჟი

NS

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი