უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 ივნისი, 2021 22:13
font-size

როგორია გლობალური ეკონომიკური გამოწვევები და რა გავლენა აქვს ამ პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე, - ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ პრეზენტაციაზე მსოფლიო ბანკის 2021 წლის „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" ანგარიში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მიმოხილვა წარადგინეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიწვეულმა ეკონომისტებმა, ფინანსისტებმა, დარგის ექსპერტებმა და მთავრობის, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს და ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დისკუსიის დროს მსოფლიო ბანკის პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა, აიჰან კოშემ მსოფლიო ბანკის "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" 2021 წლის ივნისის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები და პერსპექტივებია გაანალიზებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გლობალური ეკონომიკა აღდგენის პროცესშია და 2021 წელს მისი 5.6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც ბოლო 80 წლის განმავლობაში რეცესიის შემდგომი ზრდის ყველაზე მაღალი ტემპია. თუმცა, აღდგენა არათანაბარია: პანდემიით გამოწვეული იმ დანაკარგების ანაზღაურება, რომლებიც წარმოებას, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს და საცხოვრებელ პირობებს უკავშირდება, 2022 წლისთვის მოსალოდნელი არ არის. აღდგენის პროცესის გაძლიერებას პანდემიაზე ეფექტური კონტროლი დასჭირდება. ეს პროცესი ფასების სტაბილურობის და ფისკალური მდგრადობის მუდმივ დაცვასა და მხარდაჭერას საჭიროებს და მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებას მოითხოვს.

„გლობალური ეკონომიკის აღდგენას თან ინფლაციის შემოტრიალება ახლდა. მსოფლიო ბანკის "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" 2021 წლის ივნისის ანგარიში იკვლევს, არის თუ არა გლობალურად მზარდი ინფლაციური ზეწოლა განგაშის საფუძველი.

ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინფლაციური ტრაექტორიის გათვალისწინებით, ეს საკითხი საქართველოსთვის აქტუალურია.

ანგარიშში აღნიშნულია:

„2020 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული შემცირების შემდეგ, ეკონომიკური აქტივობების აღდგენასთან ერთად, მოსალოდნელია, წლის დარჩენილ ნაწილში გლობალური ინფლაცია კვლავ გაიზარდოს; იმ ქვეყნების უმრავლესობაში კი, რომლებიც ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს იყენებენ, ის მიზნობრივ ფარგლებში დარჩება."

„2021 წლის მაისის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის პროდუქტები წინა წელთან შედარებით 37%-ით იყო გაზრდილი, რაც 2011 წლის შემდეგ ფასების ყველაზე სწრაფი ზრდაა".

„განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ფასებზე ზეწოლამ შეიძლება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად გაზარდოს. ასეთ დროს, თუ ეს ზეწოლა დროებითია და ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია, მონეტარული პოლიტიკის რეაგირების აუცილებლობა არ დგას.

„განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ინფლაციის მოლოდინების სტაბილურად შენარჩუნება ნაწილობრივ უფრო მდგრადი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ასახვაა, რაც მოიცავს, ინფლაციის თარგეთირებას, ფისკალურ დისციპლინას და გაცვლითი კურსის მეტ მოქნილობას “ , - ნათქვამია ინფომრაციაში.
ამასთან, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოსა და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის დაჩქარება იმედისმომცემია. თუმცა, აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ რისკების შემცველია. მისი მდგრადობისთვის კი პანდემიის მკაცრი კონტროლია აუცილებელი, რაც ვაქცინაციის უფრო სწრაფ მიმდინარეობას მოითხოვს”.

„კოვიდ-19-ის ზეგავლენის შემსუბუქების მხარდამჭერი ღონისძიებები თანდათან უნდა მოიხსნას. ამასთან, ახლო მომავლის შემდეგ სტრუქტურული რეფორმების ხელახლა გაძლიერებამ (მაგალითად, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, კონკურენცია, სასამართლო სისტემა და ა.შ.), ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებამ, დიგიტალიზაციის პოპულარიზაციამ და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების გაცნობიერებამ შესაძლოა პროდუქტიულობის იმგვარად მატება უზრუნველყოს, რომ ზრდა მძლავრი ტემპით გაგრძელდეს. ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებული გლობალური ინფლაციური ზეწოლა კვლავ მოახდენს გავლენას საქართველოში არსებულ ინფლაციაზე. რადგან ეს ტენდენცია გლობალურია, ხელისუფლებას რეაგირებისთვის მცირე ბერკეტები აქვს. ამის მიუხედავად, დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელებას შეუძლია ხელი შეუწყოს გაცვლითი კურსის მერყეობის შემცირებას, ხოლო სოციალური დაცვის სისტემების გაუმჯობესებას კი საზოგადოების დაუცველ ნაწილზე გავლენის შემსუბუქების შესაძლებლობა შესწევს” , - აღნიშნა მოლინეუსმა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ რაოდენ არასასურველიც უნდა იყოს მიმდინარე წელს მაღალი ინფლაცია, ის გამოწვეულია პანდემიით და ეს პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც მწვავედ დგას.

„საქართველოს, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანას, არაერთ გამოწვევასთან ერთდროულად გამკლავება უწევს, რაც საბოლოო ჯამში ფასებზე აისახება. ის, რომ ინფლაცია მიზნობრივ ინფლაციაზე გაცილებით მაღალია, არ ნიშნავს, რომ ინფლაციის თარგეთირება „არ მუშაობს". უნდა გვესმოდეს, რომ მიზნობრივი ინფლაცია წარმოადგენს ნომინალურ ღუზას (ანცჰორ) მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას. უფრო მეტიც, დაბალი მიზნობრივი ინფლაციის არსებობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ის არის ფაქტორი, რაც მაღალ ინფლაციურ პერიოდში, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ უბიძგებს, რასაც აკეთებს კიდეც. ეს კი, დროთა განმავლობაში, ინფლაციას, რომელიც დღეს ერთჯერადი ფაქტორების გამო არის მაღალი, აუცილებლად დაეხმარება, რომ კვლავ შემცირდეს” , - განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ინფრომაციაშია ნათქვამი, პრეზენტაციების შემდეგ აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა უპასუხეს.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი