უკან

საზოგადოება

26 მარტი, 2020 11:11
font-size

როგორია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების მდგომარეობა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში დამატებული ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

„რამოდენიმე დღეა, იცით გვყავს სამი მძიმე პაციენტი. გუშინ დაგვემატა ერთი ახალი პაციენტი ამ ორი შემოსული ახალი პაციენტიდან. ერთი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია, პლუს სუნთქვის უკმარისობით და ასევე თანარსებული დაავადება რკინადეფიციტური მძიმე ანემიის სახით, რომელიც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. გუშინდელის შემდეგ ამ პირთან მდგომარეობის პროგრესირება არ ყოფილა. სტაბილური სიტუაციაა და ვნახოთ, თუ ასე გაგრძელდება, მდგოამრეობა სტაბილური თუ იქნება, გამოსავალიც ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიამ ისაუბრა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ კიდევ სამ პაციენტზე, რომელთა მდგომარეობაც მძიმედ იყო შეფასებული.

„დანარჩენი სამ პაციენტს რაც შეეხება, ერთ ქალბატონს, რომელსაც პნევმონიასთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, მისი მდგომაროება რამდენიმე დღეა, სტაბილურია და შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ გადაილახა ის სიმძიმის პერიოდი და უკვე გამოსავალი ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს. ერთი ასაკოვანი ქალბატონი, რომელთანაც გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ გარდა ორმხრივი პნევმონიისა და თანარსებული დაავადებისა, როგორიც არის გულის უკმარისობა და მძიმე ნევროლოგიური დაავადება, სეფსისიც გამოვლინდა. ჯერჯერობით მასთან მძიმე მდგომარეობა რჩება, მკვეთრი გაუარესება გუშინდელიდან არ შეიმჩნევა, მაგრამ პროგნოზი მაინც ჯერჯერობით სერიოზულია. მესამე მძიმე ავადმყოფი ეს არის თანარსებული დაავდება, დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია. ამ პაციენტთანაც ჯერჯერობით დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს, ვნახოთ დინამიკაში როგორ იქნება“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

StopCoV ფონდში მობილიზებული თანხის რაოდენობა 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

9 აპრილი, 2020 , 11:37

StopCoV ფონდში მობილიზებული თანხის რაოდენობა 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ გვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. განახლებამდე, ბოლო მონაცემებით,

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა

9 აპრილი, 2020 , 11:13

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა სამით გაიზარდა და 214 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4559

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა

9 აპრილი, 2020 , 11:08

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადა

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

8 აპრილი, 2020 , 19:22

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს. ერთ-ერთი ასეთი სასტუმრო შერატონ გრანდ თბილ

ანიმაცია დაზოგვის თემაზე - ეროვნული ბანკი პარტნიორებთან ერთად ყველაზე პატარებს საგანმანათლებლო ვიდეოს წარუდგენს

8 აპრილი, 2020 , 18:42

ყველაზე პატარებისთვის ფინანსური განათლების, უფრო კონკრეტულად კი, დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ფონდი კრი

საქართველოს ეროვნული ბანკი COVID-19-თან დაკავშირებით საგანგებო ღონისძიებებს განაგრძობს

8 აპრილი, 2020 , 17:47

საქართველოს ეროვნული ბანკი, COVID-19-ის ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილების გეგმის ფარგლებში, ეკონომიკის საფინანსო სერვისებით შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის საჭირო საგანგებო ღონისძიებების გატარებას განაგრძო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`