უკან

პოლიტიკა

13 აგვისტო, 2018 17:10
font-size

როგორც აქამდე მოგვიგია, ისე გავიმარჯვებთ ამ პროცესშიც - გიორგი ვაშაძე

ოპოზიცია ცესკო-ს არჩევნების გაყალბების მზადებაში ადანაშაულებს. საკუთარი პრეტენზიების შესახებ მათ არასამთავრობო სექტორთან ისაუბრეს.

საუბარია საოლქო კომისიების ნეიტრალურ კვოტაზე, რომელიც წესით მიუკერძოებელი კადრებით უნდა დაკომპლექტდეს, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით, ამ კვოტას სუს-ი და „ქართული ოცნება“ ავსებენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის განცხადებით, დაკომპლექტების წესში ძირეული რეფორმა უნდა განხორციელდეს.

„წლების პრაქტიკა არის და ხშირი ყოფილა, როდესაც, მაგალითად, წინა არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული და წარდგენილი კომისიის წევრები შემდგომ უკვე შემდგომ არჩევნებზე გადაინაცვლებდნენ და პროფესიული ნიშნით ირჩეოდნენ, თუმცა, საკანონმდებლო დონეზე ამ მხრივ აკრძალვა არ არის და ჩვენი რეკომენდაცია სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ შეიცვალოს დაკომპლექტების წესი, ძირეული რეფორმა განხორციელდეს და რეალურად, ასე ვთქვათ, პროფესიულად არჩეული პირები, სწორედ ნეიტრალურობის პრინციპიდან გამომდინარე ირჩეოდნენ“, - განაცხადა პავლიაშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის თქმით, გაყალბება მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება.

„მე ვაფრთხილებ თამარ ჟვანიას, მოგიწევს აბსოლუტურად პასუხის გაცემა ყველაფერზე, პირადად თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ ყველა საკითხთან დაკავშირებით და სამართლებრივად, კანონის შესაბამისად, როგორც აქამდე მოგვიგია, ისე გავიმარჯვებთ ამ პროცესშიც“, - განაცხადა ვაშაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი