უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

13 ივნისი, 2019 11:31
font-size

როგორც აშშ-ში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი შტატის წარმომადგენელი, ვიმედოვნებ, ოდესმე ვესტუმრები ღვინის სამშობლოს - სენატორი ქორი გარდნერი

აშშ-ში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი შტატის - კოლორადოს წარმომადგენლის რანგში, ვიმედოვნებ, ოდესმე ვესტუმრები ღვინის სამშობლოს - საქართველოს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატორმა კოლორადოს შტატიდან, ქორი გარდნერმა ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებაზე სენატორმა გარდნერმა მამუკა ბახტაძეს აშშ-ის სხვადასხვა შტატში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მშობლიურ კოლორადოში მიიწვია.

მისი შეფასებით, დამოუკიდებლობის 28-წლიანი ისტორიის მანძილზე, საქართველო სტაბილურად ავითარებს დემოკატიას და აშშ-თან პარტნიორობას, რაც მისასალმებელია.

“გაგვიმართლა, რომ საქართველო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და ერთგული მოკავშირეა. ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ. როდესაც გლობალურ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, საქართველო იმ პატარა ქვეყნად წარმოგვიდგება, რომელიც უმაღლეს წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ვაფასებთ თქვენს თავგანწირვას, ავღანეთსა და ერაყში ტერორიზმისა და ექსტრემიზმის დაძლევისკენ მიმართულ მისიებში. როგორც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელს, გულით მახარებს ის დიდი წინსვლა, რაც მიღწეული იქნა ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით. განსაკუთრებით მახარებს, რომ პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე შტატი მოიარა ბიზნესწრეების ლიდერებთან და ინვესტორებთან შესახვედრად და საქართველოსთან გაზრდილი ვაჭრობისა და კომერციის წასახალისებლად. საქართველოს, როგორც პარტნიორს, უნიკალური ადგილმდებარეობა აქვს და შეუძლია ამერიკული კომპანიებისთვის ხელშემწყობი პირობები შექმნას წარმოებისთვის, ევროპისა და აზიის დიდ ბაზრებზე პროდუქციის გატანისთვის”, - განაცხადა სენატორმა გარდნერმა.

მისი თქმით, საქართველოს აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს და კონგრესი მომავალშიც გააგრძელებს ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

“რუსეთს განუხრელად მოვუწოდებთ, შეწყვიტოს აგრესია და საკუთარი სამხედრო ძალები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან. მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა, ვეზიარო სახელგანთქმულ ქართულ სტუმართმოყვარეობას და ამერიკაში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი დიდებული შტატის წარმომადგენლის რანგში იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე ვესტუმრები ღვინის სამშობლოს”, - განაცხადა ქორი გარდნერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ასევე ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმომიღებაზე უმასპინძლა. ღონისძიება აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა.

აზერბაიჯანი: კორონავირუსი 191 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი

29 მაისი, 2020 , 12:18

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 125 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა, ორი დაიღუპა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში კორონავირუსით გამოწვეული დაავადება 4 700-ზე მეტ ა

რუსეთი: კორონავირუსის 8 371 ახალი შემთხვევა, 174 გარდაცვლილი

28 მაისი, 2020 , 12:09

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 371 შემთხვევა გამოვლინდა, 174 ადამიანი კი გარდაიცვალა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში გამოვლენილია ახალი ტიპის კორონავირუსის სულ 379 051 შემთხვევა. ვირუსულ დაავადებას

სომხეთი: კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა, 15 გარდაცვლილი

28 მაისი, 2020 , 11:48

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი მაჩენებელია. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 216-ს მიაღწია,

დადგა დრო, ამერიკელმა სამხედროებმა საპოლიციო კონტროლი თავის ქვეყანას გაუწიონ - დონალდ ტრამპი

27 მაისი, 2020 , 17:40

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, დროა, ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „ავღანეთში ჩ

სომხეთი: კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა, 7 გარდაცვლილი

27 მაისი, 2020 , 13:00

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი კოვიდინფიცირებული კი „სხვა მიზეზებით“ დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ბო

რუსეთი: კორონავირუსის 8 338 ახალი შემთხვევა, 161 გარდაცვლილი

27 მაისი, 2020 , 12:49

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 161 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 8 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 370 680 შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუ