უკან

პოლიტიკა

19 ივნისი, 2018 14:15
font-size

როგორც ჩანს, ძალიან მალე კიდევ მესამედ მომიწევს პარლამენტისთვის მიმართვა - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას ვარაუდით, ის პარლამენტის წინასე მესამედაც წარდგება. ამის შესახებ მან საპარლამენტო კომიტეტთა გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

გახარიას თქმით, უწყება კონცენტრირებულად მუშაობს იმ რეფორმების გატარებაზე, რომლის მიზანია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდა.

„ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ და ასევე მხვდა წილად ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მქონდეს საშუალება, მივმართო პარლამენტს და როგორც ჩანს, ძალიან მალე კიდევ მესამედ მომიწევს პარლამენტისთვის მიმართვა, ალბათ. ვეცდები, მოკლედ ვისაუბრო, რათა კითხვებისთვის მეტი დრო დარჩეს. ჩვენ სრულიად კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმ რეფორმების გატარებაზე, რომლის მიზანი არის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდა ჩვენს ქვეყანაში. რეფორმის ამ პაკეტს ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება, რადგან გვესმის, რომ დღევანდელი გამოწვევების პირობებში, პოლიცია და შსს ნამდვილად საჭიროებს სისტემურ განახლებას“, - განაცხადა გახარიამ.

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს უკვე მიმართა

18 აპრილი, 2024 , 12:41

პრეზიდენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ხელი არ მოაწერა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. პრეზიდენტის ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

18 აპრილი, 2024 , 11:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი