უკან

პოლიტიკა

8 ივლისი, 2020 10:30
font-size

როგორც ჩანს, კალაძეს პოლიტიკური ამბიციები შეუკვეცეს, სამაგიეროდ, პრობლემა აღარ ექნება იმ მილიონებზე, რომელთა „გაქრობაც“ ეს წლებია ხდება - დავით ჭიჭინაძე

როგორც ჩანს, კალაძეს პოლიტიკური ამბიციები შეუკვეცეს, სამაგიეროდ, პრობლემა აღარ ექნება იმ მილიონებზე, რომელთა „გაქრობაც“ ეს წლებია ხდება. ზუსტად 9 თვის შემდეგ მივიღე დეპუტატის შეკითხვაზე პასუხი სუს-ისგან, რომ „ვარკეთილი დეველოპმენტის საქმეში“ თურმე არანაირი დარღვევა არ არსებობს. არადა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში 15 მილიონზეა საუბარი,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას გამორიცხავს.

„მესამე ვადით „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება. მითუმეტეს, რომ ივანიშვილი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. კანდიდატები, რომელთა დასახელებაც მოუწევს საარჩევნოდ, კიდევ უფრო მეტი სიმძიმე გახდება მისთვის, რადგან ძველმა სახეებმა ყველა რესურსი ამოწურეს და მათ სუფთა წაგება უჭირავთ ხელში. რაც შეეხებათ ე.წ. ახალ სახეებს, სულ ტყუილად ჰგონიათ „ოცნებაში“, რომ ისინი საზოგადოების კეთილგანწყობით სარგებლობენ, მათი ერთადერთი ფუნქცია ქართულ პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ დაცვა და „გაპრავებაა“ და იმიტომ.

მოკლედ, რეალობა ასეთია, ბიძინა ივანიშვილი ხალხს რეალურად არ იცნობს; მას პოლიტიკოსები კი არა, მორჩილი ადამიანები სჭირდება. ივანიშვილს რომ ჰგონია გუნდი ჰყავს, გუნდი არა, სამაგიეროდ ნამდვილად ჰყავს მცირე დაჯგუფებები, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთის დასმენაზე არიან გადასული. შესაბამისად, დროის კონკრეტულ მომენტში სწორედ იმ გუნდის ძალაუფლება იკვეთება, ვინც იმ მომენტისთვის მეტი „ნდობის“ მოპოვებას ახერხებს. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ არ არსებობს ხედვა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს, ცხოვრების დონე ცოტათი მაინც რომ გაუმჯობესდეს.

სამაგიეროდ, ივანიშვილის გარემოცვას კარგად აქვს გაკვალული გზა - რაც შეიძლება მეტი ფული როგორ წაიღონ ქვეყნიდან. ხალხს კი, მარსსაც დაჰპირდებიან, რაში ადარდებთ, თუ არ შეუსრულებენ,“- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

18 მარტი, 2024 , 18:29

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის

იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 18:24

დღეს, 18 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.  პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა აუდიენცია გაფართოებული შემადგენლობით გამართ

პარლამენტი მიმდინარე კვირას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს

18 მარტი, 2024 , 17:13

პარლამენტის ბიურომ 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, 19 მარტს, სხდომაზე პარლამენტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

18 მარტი, 2024 , 17:04

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის 20 თებერვალს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული

ირაკლი კობახიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 15:48

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაცია

საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო

18 მარტი, 2024 , 15:04

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. იენს სტოლტენბერგს თბილისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი