უკან

პოლიტიკა

3 ოქტომბერი, 2017 12:20
font-size

როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვარაუდით, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოზიტიური იქნება.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტი არ აპირებს მისი წინადადების გათვალისწინებას, რომელიც გულისხმობს ორ ცვლილებაზე: ბონუსის სიტემასა და საარჩევნო ბლოკების გაუქმებაზე ვეტოს დადებას.

ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას 6 ოქტომბერს დაამტკიცებს.

„ვენეციის კომისია პლენარულ სხდომაზე დასკვნას საბოლოოდ დაამტკიცებს. ეს დასკვნა იმის შესაბამისი იქნება, რაც წინასწარი დასკვნა იყო. საბოლოო დასკვნაში წინასწარი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ განსაკუთრებული ცვლილებები არ შედის. დასკვნა იყო პოზიტიური და საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურად შეფასდა. ანალოგიურ დასკვნას დაამტკიცებენ 6 ოქტომბერს.

ვენეციის კომისიასთან არსებობს ორ საკითხზე შეთანხმება, რომელიც აუცილებლად აისახება კონსტიტუციაში - ეს არის კონსტიტუციიდან ბონუსის ამოღება და ბლოკების აკრძალვის გაუქმება. ჩვენ სწორედ ამის შესაბამისად შევთავაზეთ პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს და ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. ეს ჩვენი ინიციატივით აუცილებლად მოხდება, ჩვენი სურვილია, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება მარტამდე შევიდეს“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ანა მებურიშვილი

პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

18 აპრილი, 2019 , 15:20

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-სთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნ

ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა საბოლოოდ ფორმდება - ნინო ბურჯანაძე

18 აპრილი, 2019 , 15:05

თუ ბიძინა ივანიშვილი არ გააცნობიერებს საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობას, არ გააცნობიერებს რას ნიშნავს ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო და სამართლიანი, მოუსყიდავი მოსამართლეები, ქვეყანა აუცილებლად დესტაბილი

პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

18 აპრილი, 2019 , 15:05

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-სთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნ

დღეს სახალხო დამცველს პარლამენტში მოუსმენენ

18 აპრილი, 2019 , 10:10

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში მისვლა ლომჯარიამ თავად მოითხოვა და პარლამენტს ოფიციალური წერილითაც მ

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

18 აპრილი, 2019 , 10:10

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე მმართველი გუნდის წევრები პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესახებ პოზიციებ

საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე მოსამართლე რომ არ დანიშნოს, მართლა გაჩერდება მართლმსაჯულების პროცესი - თამარ ჩუგოშვილი

17 აპრილი, 2019 , 23:33

პარლამენტმა რამდენიმე მოსამართლე რომ არ დანიშნოს, მართლა გაჩერდება უზენაესი სასამართლო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. „საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე მოსამართლე რომ არ დან

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019