უახლესი ამბები
- 27.01.2021 23:22სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
- 27.01.2021 23:07შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან - დეკანოზი თადეოზ სარალიძე
- 27.01.2021 22:01მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზე იმყოფება საქართველოს საელჩოსთან და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია ამ თემაზე წარმოადგენს სპეკულაციას - იტალიაში საქართველოს ელჩი
- 27.01.2021 21:52მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე და უშველეთ ხალხს! - მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
- 27.01.2021 20:33„თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა
- 27.01.2021 20:10ნატო ჩხეიძე: ნეტავ დივერსიული ჯგუფია თუ ჯანსაღი?..
- 27.01.2021 19:45ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ნათია თურნავა
არქივი
საზოგადოება


როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას - პრემიერ-მინისტრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგანგებო შტაბი აგრძელებს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას ბორჯომის ხეობაში ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციამდე.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ცეცხლის ჩაქრობიდან მეორე დღესვე დაიწყება ტყის აღდგენითი სამუშაოები, სადაც მონაწილეობა ნებისმიერმა მსურველმა შეიძლება მიიღოს. არაა გამორიცხული სპეციალური ფონდიც შეიქმნაც.
„შტაბი აგრძელებს 24 საათის განმავლობაში მუშაობას, ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო იმისათვის, რომ ცეცხლი ბოლომდე ჩავაქროთ და სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება, შტაბი გააგრძელებს დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობას. ჩვენ ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას და აუცილებლად, მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს ჩვენი უნიკალური ბორჯომის ტყე-პარკი აღვადგინოთ.
ამიტომ მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ, რა თქმა უნდა, დანაკარგი მძიმეა, მაგრამ გული არ გავიტეხოთ, როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს და შესაძლოა, შევქმნათ სპეციალური ფონდიც, სადაც ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მეგობრები, ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ჩართული ამაში. ჩვენ ისევე გავალამაზებთ ამ ბუნებას, როგორიც ის ამ ხანძრამდე იყო. მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი ფართობი დაიწვა“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას: თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და ბელორუსს, ვინც ამ დრომდე ეხმარება ქართულ მხარეს ცეცხლის ჩაქრობაში. მისი თქმით, ყოველ წუთას სხვადასხვა ქვეყანა გამოთქვამს დახმარების სურვილს.
შეგახსენებთ, მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობაში ცეცხლს აქრობენ. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელება შეჩერებულია. ადგილზე ქართველ სახანძრო- სამაშველო დანაყოფებს ეხმარებიან თურქეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი და სომხეთი. დახმარება შესთავაზეს საბერძნეთმა, გერანიამ და რუმინეთმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
27 იანვარი, 2021 , 23:22
შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან - დეკანოზი თადეოზ სარალიძე
27 იანვარი, 2021 , 23:07

მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზე იმყოფება საქართველოს საელჩოსთან და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია ამ თემაზე წარმოადგენს სპეკულაციას - იტალიაში საქართველოს ელჩი
27 იანვარი, 2021 , 22:01

მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე და უშველეთ ხალხს! - მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
27 იანვარი, 2021 , 21:52

„თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა
27 იანვარი, 2021 , 20:33

ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ნათია თურნავა
27 იანვარი, 2021 , 19:45