უკან

პოლიტიკა

25 ივნისი, 2018 13:15
font-size

როგორც გ.ჯ. ამბობს, დავით სარალიძემ შეაგინა და მოჰყვა სიგარეტის სროლა, შემდეგ მოხდა შეხლა-შემოხლა - ზვიად ფხაკაძე

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ბრალდების მხარის ინფორმაციით, მხარეები ხორავას ქუჩაზე შესარიგებლად წავიდნენ, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში დავით სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის სიტუაცია დაიძაბა.

„როგორც გ.ჯ. ამბობს, დავით სარალიძემ შეაგინა და მოჰყვა სიგარეტის სროლა... შემდეგ მოხდა შეხლა-შემოხლა, რის შემდეგაც მოზარდებმა ფარდულთან გადაინაცვლეს. კონფლიქტი მიდიოდა დათო სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის“, - განაცხადა ფხაკაძემ.

პროკურორმა ფოტომასალაც წარადგინა, რომელიც მისი თქმით, მკვლელობის ადგილზე არის გადაღებული.

ფხაკაძის თქმით, კონფლიქტი ხორავას ქუჩაზე სამ ლოკაციაზე მიმდინარეობდა, ხოლო დავით სარალიძეს ჭრილობები არასრულწლოვანმა გ. ბ.-მ მიაყენა.

ფხაკაძის თქმით, იმის გამო, რომ საქმე ეხებოდა არასრულწლოვნებს და პროცესები მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში, მათ არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ საქმის მასალები და ინფორმაცია გაესაჯაროებინათ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ კახა სირაძესა და საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძეს უსვამენ კითხვებს.

„ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, კვლავინდებურად აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებებს“ - ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს

20 ნოემბერი, 2019 , 11:45

ბიზნესმენი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფ

არჩილ თალაკვაძე ელიზაბეთ რუდს და კარლ ჰარცელს შეხვდა

19 ნოემბერი, 2019 , 19:19

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე პოლიტიკური პროცესის კონსტრუქციულად გაგრ

`სამოქალაქო მოძრაობა` მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას იწყებს - ალეკო ელისაშვილი

19 ნოემბერი, 2019 , 18:35

"სამოქალაქო მოძრაობა" რეგიონებში გასვლასა და მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას იწყებს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ელისაშვილის თქმით, ისინი ოპოზიციური ბრძოლის

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

19 ნოემბერი, 2019 , 14:20

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის სამანევრო დახელოვნების ცენტრი დაათვალიერა,

გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად - დიმიტრი ხუნდაძე

19 ნოემბერი, 2019 , 14:20

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწ

დემოკრატიის გზაზე საქართველო ნაბიჯს უკან დგამს - საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი

19 ნოემბერი, 2019 , 12:40

თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიცმა. მისი თქმით, ხალხს აქვს გამოხატვის უფლება და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მშვიდობიანი მ