უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 მაისი, 2019 16:20
font-size

როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ორი დაბრკოლებაა, შიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო - კრისტინ ლაგარდი

როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ორი დაბრკოლებაა, შიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა პრესკონფერენციაზე კრისტინ ლაგარდს კითხვა დაუსვა, რა არის მთავარი დაბრკოლება საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდისთვის.

„საქართველოს ეკონომიკის ზრდა მეტი უნდა იყოს. წელს გვაქვს 4,6 პროცენტიანი ზრდა, მაგრამ მომავალ წელს 5 პროცენტი იქნება. ცხადია, ზრდის პოტენციალი უნდა იყოს მეტი, რათა ევროპის სტანდარტებს მივაღწიოთ და ხალხის მოლოდინი გამართლდეს. როგორც ყველა ქვეყანაში და საქართველო არაა გამონაკლისი, დაბრკოლება ორია – შიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო. მეორე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ღია ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოს აქვს. დაბრკოლება შეიძლება იყოს სავაჭრო, დავების გამწვავება იქნება პრობლემა ყველა ქვეყნისთვის. თქვენ გაქვთ შეთანხმება ევროკავშირთან და ჩინეთთან, მოლაპარაკებას აწარმოებთ ინდოეთთან. თქვენი ქვეყანა ღიაა მსოფლიოსთვის. ამიტომ, თუ მსოფლიო არასტაბილურია, ეკონომიკური პარტნიორები, ინვესტორები გაურკვევლობაში არიან და არ იციან, რა ელოდებათ მომავალში, ეს პრობლემაა. მეორე მხრივ, მთავრობა მუშაობს ყველა ფრონტზე, რათა რესურსები იყოს და იმედია, ასეც გაგრძელდება. მეორე დაბრკოლება არის რეფორმების დამღლელი პროცესი. ჩვენ მუდამ დავეხმარებით მთავრობას, რომ ეს თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9279 ლარი გახდა

23 აგვისტო, 2019 , 17:46

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა

23 აგვისტო, 2019 , 10:50

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. როგორც „მედიანიუსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9336 ლარი გახდა

22 აგვისტო, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9336 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9354 ლარი გახდა

21 აგვისტო, 2019 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

წარმატებით დავასრულეთ ინტენსიური მოლაპარაკებები - „რაინეარი“ საქართველოდან ოპერირებას იწყებს - ნათია თურნავა

21 აგვისტო, 2019 , 16:15

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. კომ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9275 ლარი გახდა

20 აგვისტო, 2019 , 17:39

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9275 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9225 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს