უკან

კომენტარი

21 მაისი, 2022 22:22
font-size

როგორც სხვა შემთხვევაში, ახლაც, ამ დეზინფორმაციის უკან დგას ხაზარაძის კომპანია და მისი ჯგუფი - ირაკლი ღარიბაშვილი

ეკონომიკის სამინისტრომ ბაკურიანის გათოვლიანების ტენდერი იმ კომპანიას დაუკვეთა, რომელმაც ყველა მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიადა ჩაატარა და რომელმაც დადგენილი კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერში კორუფციული გარიგების გზით გაიმარჯვა და ამ დეზინფორმაციის უკან მამუკა ხაზარაძის კომპანია დგას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო დადგენილი წესების და კანონების მიხედვით მოქმედებს და თუ კომპანია დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, არ აქვს მნიშვნელობა მის უკან ხაზარაძე დგას თუ ვინმე სხვა.

„როგორც სხვა შემთხვევაში, ახლაც, ამ დეზინფორმაციის უკან დგას ხაზარაძის კომპანია და მისი ჯგუფი. თუ გაინტერესებთ, თქვენ, „ტვ პირველი“ ფინანსდებით ნაწილობრივ კეზერაშვილისგან, ნაწილობრივ სააკაშვილისგან, ნაწილობრივ ხაზარაძისგან და გასაგებია თქვენი მოტივაცია. მთავარი მინდა გითხრათ, რომ მე გამოვითხოვე ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროსგან, მივიღე გადაწყვეტილება და სამინისტრომ ყველაზე მაგარ, ნომერ პირველ კომპანიას დაუკვეთა. მით უმეტეს, იქ გარკვეული კრიტერიუმები იყო განსაზღვრული. ეს კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილა აი ამ ნომერ პირველმა კომპანიამ, რომელმაც ყველა მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიადა ჩაატარა, მათ შორის ბოლოს შარშან ჩინეთში. სამწუხაროდ, დადგენილ კრიტერიუმებს თუ ვერ აკმაყოფილებს რომელიმე კომპანია, მნიშვნელობა არ აქვს, ხაზარაძე უდგას, მალხაზი თუ ვინმე სხვა, ჩვენ, სახელმწიფო ვიმოქმედებთ წესების და კანონების მიხედვით“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებას ეკონომიკის სამინისტრო გაავრცელებს.

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:22

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუა

„ძვირფასო` ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს - ლევან ხაბეიშვილი

12 აპრილი, 2024 , 12:11

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით, - ამის შესახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი