უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 ივნისი, 2018 14:10
font-size

როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარზე საქმის განხილვა მხარეთა მორიგებით დასრულდა

საქართველოს უზენაესი სასამართლო როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უზენაესი სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული, 2017 წლის 23 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შემოვიდა როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებაზე, სადაც მოწინააღმდეგე მხარეები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გიორგი პაპუაშვილი იყვნენ.

„კასატორი როლანდ ბლადაძე წარმოადგენს მოსარჩელეს, რომელმაც სარჩელი აღძრა სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეების მიმართ და მოითხოვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გიორგი პაპუაშვილს შორის 2007 წლის 21 ივნისს, ბათუმში, ერას ქ. #37-ში მდებარე #8 ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგების ბათილად ცნობა, გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად ცნობა.

მოსარჩელის მითითებით, სახელმწიფოს მიერ გიორგი პაპუაშვილისთვის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების ფორმით სიმბოლურ ფასად (1000 ლარად) გადაცემული ქონება წარმოადგენს მისთვის აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჩამორთმეულ ქონებას, რომლის ჩამორთმევა და შემდეგ გიორგი პაპუაშვილისთვის გადაცემა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა უკანონოდ. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულს ადასტურებს აჭარის ა/რ პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილება დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული დადგენილება ნათელს ხდის, რომ 2004 წელს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რომელიც საფუძვლად დაედო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებას, განხორციელდა უკანონოდ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ რ. ბლადაძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად. საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, რომლის უპირველესი მიზანი იყო მხარეთა შორის მორიგების მიღწევა. მხარეთა მორიგების მიზნით საკასაციო სასამართლომ სხდომები გამართა 2018 წლის 24 იანვარს, 9 მარტს, 3 აპრილს, 12 აპრილს, 26 აპრილს, ხოლო 2018 წლის 4 და 11 მაისის სხდომები მიეძღვნა საქმის არსებით განხილვას. ამავე სხდომებზე ასევე განიხილებოდა საქმის მორიგებით დასრულების შესაძლებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

2018 წლის 11 ივნისს როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარზე საქმის განხილვა მხარეთა მორიგებით დასრულდა.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი