უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 აგვისტო, 2018 14:25
font-size

რომ მცოდნოდა, ლიცენზია წართმეული იყო იბერია ტვ-სთვის, ამაში პრინციპულად არ მივიღებდი მონაწილეობას - გრიგოლ გიორგაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმე, გრიგოლ გიორგაძე დაიკითხა, რომელიც ამჟამად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეა.

როგორც მოწმემ აღნიშნა, 2012 წელს, როდესაც ჰოლდინგმა ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“, რომელშიც ტელეკომპანია ,,იმედი“ შედიოდა, შპს ტელეკომპანია ,,აისის“ 100%-იანი წილის შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა, ის ,,იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი იყო.

გიორგაძის განმარტებით, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელის, გიორგი არველაძის მხრიდან სწორედ მას დაევალა აღნიშნული გარიგებისთვის ხელშეკრულების შედგენა.

მოწმის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი გარიგება იმ მრავალ გარიგებას შორის, რომელსაც ტელეკომპანია ,,იმედი“ ახორციელებდა.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, ის გაეცნო ,,აისის“ მესაკუთრის - იოსებ მგელაძის შესახებ ინფორმაციას და ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან ცნობას ,,აისის“ მიერ ლიცენზიის ფლობის შესახებ.

რაც შეეხება საკითხს, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ცნობილი იყო, თუ არა მისთვის, რომ ,,აისის“ ლიცენზია რეალურად ტელეკომპანია ,,იბერიას“ ლიცენზიას წარმოადგენდა, მოწმე არ ადასტურებს.

მისი თქმით, 2012 წლის 21 თებერვალს, როდესაც ნოტარიუსთან მოხდა გარიგების იურიდიულად გაფორმება, მისთვის უცნობი იყო, რომ ტელეკომპანია ,,აისის“ ლიცენზია, რომლის შესყიდვასაც ,,იმედი“ გეგმავდა, ,,იბერიასთვის“ იყო იძულებით ჩამორთმეული.

მოწმემ დაადასტურა, რომ ის დარწმუნებულია დღეს რომ ლიცენზია ნამდვილად წართმეულია ,,იბერიისთვის“. მისი განცხადებით, ეს რომ 2012 წელს სცოდნოდა, ის ნამდვილად არ მიიღებდა გადაფორმების პროცესში მონაწილეობას. რაც შეეხება ,,ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში შეჭრის პერიოდს, გიორგაძის თქმით, 2003 -2004 წლებში იგი სწავლობდა აშშ-ში და დეტალურად არ იცოდა, რა მოხდა მაშინ იბერიასთან დაკავშირებით.

,,როგორც შემდგომ გავიგე, ,,აისის“ ლიცენზია წართმეული ყოფილა ტელეკომპანია ,,იბერიასთვის.“
ახლა არ გავაფორმებდი მსგავს ხელშეკრულებას. ჩემთვის რომ ყოფილიყო ცნობილი, კონკრეტულად ეს ლიცენზია წართმეული იყო, არ გავაფორმებდი. ამაში პრინციპულად არ მივიღებდი მონაწილეობას“, - განაცხადა მოწმემ.

საქმეზე მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 სექტემებრს 10:00 საათისთვის ჩაინიშნა. პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდება. სასამართლოზე დასაკითხ პირთა შორის არის ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

19 თებერვალი, 2019 , 10:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1999 წელს დ

ქობულეთში ცხაურების ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

19 თებერვალი, 2019 , 10:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული

იუსტიციის საბჭოს სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს (ვიდეო)

18 თებერვალი, 2019 , 17:56

იუსტიციის საბჭოს სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. მოსამარეთლე წევრები "შაბათის კურიერში" გასულმა სიუჟეტმა გააღიზიანა, სადაც მოსამართლეების ძვირათღირებულ სახლებზე იყო საუბარი. მოსამართლეები არამოსამართლე წევრებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

18 თებერვალი, 2019 , 14:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული რ.ნ. მ

მარნეულში ხანძრი ლიკვიდირებულია

18 თებერვალი, 2019 , 11:15

მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა აფეთქების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი

17 თებერვალი, 2019 , 11:03

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და სა