უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 აპრილი, 2018 11:45
font-size

რომან ფიფია ,,BGEO Group``-ს 994 მილიონი დოლარს ლონდონის საერთაშორისო სასამართლოში ედავება

როგორც ინგლისის საფონდო ბირჟა და ბლუმბერგის საინფორმაციო პორტალი იუწყება, ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლეს სასამართლოში დაწყებულია სამართალწარმოება ბ-ნ რომან ფიფიას („ბ-ნი ფიფია“) სარჩელზე BGEO Group-ის („BGEO“) წინააღმდეგ.

BGEO არის ინგლისსა და უელსში რეგისტრირებული კომპანია და მისი აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

ბ-ნი ფიფია გახლდათ შპს „რუსთავის აზოტის“, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის, აქტივების საბოლოო ბენეფიციარული მესაკუთრე. 2016 წლის აგვისტომდე შპს „რუსთავის აზოტი“ გახლდათ აზოტოვანი სასუქების მწარმოებელი ქარხნის მესაკუთრე და წარმატებით ოპერირებდა მას. 2011 წელს შპს „რუსთავის აზოტმა“ და ბ-ნი ფიფიას კონტროლს დაქვემდებარებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება BGEO-ს შვილობილ კომპანიასთან სს „საქართველოს ბანკთან“. „რუსთავის აზოტის“ ბიზნესი და აქტივები გაიყიდა 2016 წლის სექტემბერში მოწყობილ აუქციონზე („აუქციონი“). ბ-ნი ფიფიას მტკიცებით, ხსენებული აუქციონი ჩატარდა არასწორად, მასში ჩართულნი იყვნენ დაკავშირებული პირები, მათ შორის BGEO, და შპს „რუსთავის აზოტის“ აქტივები გასხვისდა, რეალურ ღირებულებასთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად. ბ-ნი ფიფიას სარჩელით მოთხოვნილი თანხა, რომელიც სრულად აანაზღაურებს მისთვის მიყენებულ ზიანს, შეადგენს მიახლოებით 994 მილიონ აშშ დოლარს. აღნიშნულ საქმეში, ბ-ნ ფიფიას წარმომადგენლები არიან ლონდონის იურიდიული კომპანიები Blake Morgan LLP და Three Stone.

აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით შემდგომი ინფორმაციის ნებისმიერი მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს Blake Morgan LLP-ს (პარტნიორი Sarah Rees, საკონტაქტო მისამართი: Sarah.Rees@blakemorgan.co.uk).

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს

19 ივნისი, 2018 , 15:40

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განა

ხორავას ქუჩაზე ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და არ გამოვრიცხავთ არც ერთ მიმართულებას - გიორგი გახარია

19 ივნისი, 2018 , 15:40

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ირმა ნადირაშვილის კითხვას უპასუხა, ხორავას ქუჩის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. ,,პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში

ენმ ბესო ქათამაძის ცემის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

19 ივნისი, 2018 , 13:01

აღმოსავლეთ საქართველოს თვითმმართველი ორგანოების „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები თანაგუნდელის, ოზურგეთის საკრებულოს წევრის, ბესო ქათამაძის ცემის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ თავისუ

დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ორი პირი პასუხისგებაშია მიცემული

19 ივნისი, 2018 , 12:15

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლებ

ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული - ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი

18 ივნისი, 2018 , 17:30

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული. როგორც ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა

ზაზა სარალიძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის საზმაუს ეთერში გაშვებას ითხოვს

18 ივნისი, 2018 , 16:50

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 2 მოზარდის მკვლელობის საქმეზე გადაღებული ფილმის ეთერში გაშვებას ითხოვს. საკითხთან დაკავშირებით ის ადვოკატთან ერთა

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან